ხმელი სუნელი — სანელებლების ნარევი, რომელიც ტრადიციულად ქართულ სამზარეულოში კერძების საკმაზად გამოიყენება. გავრცელებულია მთელს საქართველოში. საბჭოთა კავშირის პერიოდში პოპულარული გახდა რუსეთში, უკრაინასა და კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც.

ხმელი სუნელის შემადგენლობაში შედის გამხმარი დაქუცმაცებული ბალახოვანი სანელებლები: უცხო სუნელი, მწარე წითელი წიწაკა, ოხრახუში, ნიახური, ქინძი, კამა, დაფნის ფოთოლი, პიტნა, ყვითელი ყვავილი და სხვ.

ხმელ სუნელს როგორც წესი იყენებენ ხარჩოსა და საცივში.