ხიხათის უღელტეხილი
ხიხათის უღელტეხილი, შქმერის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, ონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2030 მ. აგებულია ქვედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და გლაუკონიტიანი ქვიშაქვებით. დამახასიათებელია სუბალპური ლანდშაფტი. აკავშირებს მდინარე ყვირილის მარჯვენა შენაკადის — ჯრუჭულისა და რიონის მარცხენა შენაკადის — ხეორის ხეობებს.
ხიხათის უღელტეხილი | |
---|---|
კოორდინატები: 42°27′07″ ჩ. გ. 43°23′23″ ა. გ. / 42.45194° ჩ. გ. 43.38972° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2030 მ |
ქედი | რაჭის ქედი |
აკავშირებს | ჯრუჭულისა და ხეორის ხეობებს |
ამგებელი ქანები | კირქვები მერგელები ქვიშაქვები |
ლანდშაფტი | სუბალპური |
ლიტერატურა რედაქტირება
- უკლება დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 486.