ხინისლის განძი (აზერ. Xınıslı dəfinəsi)[1] — აზერბაიჯანის შემახის რაიონში დერე-ხინისლის დასახლებასთან ახლოს აღმოჩენილი ვერცხლის მონეტების განძი. ნაპოვნია 1958 წელს ძველი დასახლების ნაშთებთან ერთად, ფერდობზე ვენახის გასაშენებლად მიმდინარე სამეურნეო სამუშაობისას. გამოფენილია ბაქოში, აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმში.[2]

300-ზე მეტი მონეტის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ განძი ძვ. წ. I საუკუნის მესამე მეოთხედშია ჩაფლული. მონეტებთან ერთად აღმოჩნდა ვერცხლის სამკაულები (5,52 გრ), ვერცხლის ბრტყელი დაფა (58,74 გრ), ვერცხლის ზოდი (29,96 გრ). ხანისლის განძი მიუთითებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის ხანაში კავკასიის ალბანეთში ამზადებდნენ ვერცხლის მონეტებს, რომლებიც ფულის სახით იყო მიმოქცევაში.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. Бабаев И. А. Города Кавказской Албании в IV в. до н. э. — III в. н. э.. — Б.: Элм, 1990. — С. 160. — 236 с.
  2. 2.0 2.1 Хыныслы дәфинәси / Под ред. Дж. Кулиева. — Азербайджанская советская энциклопедия: Главная редакция Азербайджанской советской энциклопедии, 1987. — Т. X. — С. 90.