ხიმნასტიკი ტარაგონა (საფეხბურთო კლუბი)

„ხიმნასტიკი ტარაგონა“, ასევე მოიხსენიებენ როგორც „ნასტიკი“[1][2] (კატ. და ესპ. Club Gimnàstic de Tarragona) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1914 წელს, კატალონიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ტარაგონაში. ასპარეზობს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში. 1972 წლიდან საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ნოუ ესტადზე, რომელიც 14 591 მაყურებელს იტევს.1947-50 წლებში, ზედიზედ 3 სეზონი ასპარეზობდა პრიმერა დივიზიონში.

ხიმნასტიკი ტარაგონა
სრული სახელი Club Gimnàstic de Tarragona S.A.D.
მეტსახელი ნასტიკი (ესპ. Nàstic), ბროწეულისფერები (ესპ. Granes)
დაარსდა 1914; 110 წლის წინ (1914)
სტადიონი ნოუ ესტადი
ტარაგონა, კატალონია
(ტევადობა: 14,591 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხოსეპ მარია ანდრეუ
მწვრთნელი ესპანეთის დროშა ხოსე ანტონიო გორდილო
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2015-16 მე-3 ადგილი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა

ისტორია რედაქტირება

კლუბი ჩამოყალიბდა 1886 წლის 1 მარტს. თავდაპირველად კლუბში გაწევრიანებული იყვნენ მაღალ კლასელები და როგორც კლუბის სახელიდან ჩანს, პირველი სპორტი იყო ტანვარჯიში (Gymnastics). მოგვიანებით კლუბი მოიცავდა ფარიკაობას, კრივს და ა.შ. 1914 წელს, კლუბმა შეიერთა ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი „ოლიმპიკი ტარაგონა“ (ესპ. Club Olímpic de Tarragona) და ჩამოაყალიბა საკუთარი საფეხბურთო კლუბი, რომელშიც გამოყენებული იყო „ოლიმპიკის“ ფერები: წითელი, თეთრი და შავი. იმ დროისთვის კლუბი საშინაო მატჩებს სტადიონ „ავენიდა კატალონიაზე“ მართავდა (ესპ. Avenida Catalunya).

1918 წლის იანვარში, „ხიმნასტიკმა“ პირველად მიიღო მონაწილეობა კატალონიის ჩემპიონატში და 1927 წელს გახდა მე-2 დივიზიონის ჩემპიონი. 1943-44 წლებში კლუბმა პირველად მიიღო მონაწილეობა ტერსერა დივიზიონში და იმავე სეზონში აღზევდა სეგუნდა დივიზიონში.

1946-47 წლების სეზონში „ნასტიკმა“ დაიკავა მე-2 ადგილი სეგუნდა დივიზიონში და აღზევდა პრიმერა დივიზიონში. 1947 წელს ასევე შეძლო კოპა დელ ხენერალისიმოს (ახლანდელი კოპა დელ რეი) ნახევარფინალში გასვლა, სადაც „ესპანიოლთან“ დამარცხდა. 1/4 ფინალში „ბარსელონის“ დამარცხება შეძლო.

სადებიუტო სეზონში დაიკავა მე-7 ადგილი უმაღლეს დივიზიონში, 1948 წლის 11 იანვარს შეძლო მადრიდის „რეალის“ დამარხება მისსავე სტადიონზე და გახდა პირველი კლუბი იმ სეზონში, რომელმაც ეს შეძლო. პრიმერა დივიზიონში 2 სეზონი წარმატებულად დაასრულა, ხოლო მესამე სეზონში, დასაქვეითებელ პლეი-ოფში დამარცხდა „ალკოიანოსტან“ და დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. 1972 წლიდან კლუბის საშინაო არენა ნოუ ესტადი გახდა.

2006-07 წლების სეზონში, 56-წლიანი პაუზის შემდეგ „ხიმნასტიკი“ დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში. მთავარი მწვრთნელი იყო ლუის სესარ სამპედრო, წინა სეზონიდან კლუბში იყვნენ ვეტერანი ანტონიო პინილია და ალბანო ბისარი. „ნასტიკმა“ დაიმატა რუბენ კასტრო, არიზა მუკუკულა და ხავიერ პორტილიო. თუმცა, 33-ე (38-დან) ტურში კლუბი დასაქვეითებელ ზონაში აღმოჩნდა, საბოლოოდ დაქვეითდა კიდეც. სეზონის შუაში სამპედრო პაკო ფლორესმა ჩაანაცვლა, რომელმაც შეძლო კლუბის შედეგების გამოსწორება, მაგრამ დაქვეითებას ვერ გადაარჩინა. 2007 წლის შუაში, „ხიმნასტიკმა“ შეძლო კატალონიის თასის მოგება, 2-1 დაამარცხა „ბარსელონა“, გოლები გაიტანეს პინილიამ და ფრანსისკო ხოსე მანდონადომ.

მე-2 დივიზიონში დაქვეითების შემდეგ „ხიმნასტიკმა“ ზედიზედ 2 სეზონში ადგილი დაიკავა ცხრილის შუაში, შემდეგ მთავარ მწვრთნელად სესარ ფერანდო დაინიშნა. 2009-10 და 2010-11 წლების სეზონებში, კლუბმა დაიკავა 1 ადგილით ზედა პოზიცია გავარდნის ზონიდან, 2011-12 წლების სეზონში კი სეგუნდა დივიზიონ ბ-ში დაქვეითდა, მას შემდეგ რაც მოიგო მხოლოდ 6 მატჩი, 42-დან.

2012 წლის 12 სექტემბერს „ნასტიკმა“ მოიგო მე-2 კატალონიის თასის ტიტული ისტორიაში, დაამარცხა „მანლიეუ“, ეუგენი ვალდერამას გოლით. 2014-15 წლების სეზონში, დაიკავა 1-ლი ადგილი ჯგუფში და დაბრუნდა მე-2 დივიზიონში, პლეი-ოფში „უესკას“ დამარცხების შემდეგ.

ტიტულები რედაქტირება

მიმდინარე შემადგენლობა რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე   ესპანეთი მანოლო რეინა
2 მცველი   ესპანეთი ჯერარდ ვალენტინი
3 მცველი   ესპანეთი მოსა
4 მცველი   ესპანეთი ხავი მოლინა
5 მცველი   ესპანეთი იაგო ბოუსონი
6 ნახევარმცველი   საფრანგეთი ვილფრიდ ზაჰიბო
7 ნახევარმცველი   ესპანეთი ხოსე კარლოსი
8 ნახევარმცველი   გაბონი ლევი მადინდა (კაპიტანი)
9 ნახევარმცველი   ესპანეთი კრისტიან ლობატო
10 ნახევარმცველი   ესპანეთი ხუან მუნისი
11 თავდამსხმელი   ესპანეთი ალექს ლოპესი
12 ნახევარმცველი   კოტ-დ’ივუარი ჟენ ლუკი
14 თავდამსხმელი   ნიგერია იკეჩუკვუ უჩე
15 ნახევარმცველი   ჩილე ხუან დელგადო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
16 მცველი   ბრაზილია ბრუნო პერონე
17 ნახევარმცველი   ესპანეთი ლუისმი
18 მცველი   იაპონია დაისუკე სუზუკი
19 ნახევარმცველი   ესპანეთი ამადუ ბოირო
20 ნახევარმცველი   ესპანეთი მიგელ ანხელ კორდერო
21 ნახევარმცველი   ესპანეთი ფერან ხინერი
22 თავდამსხმელი   ესპანეთი მანუ ბარეირო
23 ნახევარმცველი   ესპანეთი სერხიო ტეხერა
24 მცველი   კამერუნი მოჰამედ დჯეტეი
25 ნახევარმცველი   კამერუნი აშილ ემანა
27 მეკარე   მონტენეგრო სტოლე დიმიტრევსკი
30 თავდამსხმელი   კამერუნი სტეფან ემანა
- მცველი   ესპანეთი მანოლო მარტინესი

იჯარით წასული ფეხბურთელები რედაქტირება

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
- მეკარე   კამერუნი ფაბრის ონდოა („სევილია ატლეტიკოში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
- მეკარე   ესპანეთი ალბერტო ვარო („ბარსელონა ბ“-ში 2018 წლის 30 ივნისამდე)
- მცველი   ესპანეთი მუსა ბანდე („ბადალონაში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
- მცველი   საქართველო ოთარ კაკაბაძე („ესბიერგში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
- ნახევარმცველი   ესპანეთი კარლოს გარსია („ატლეტიკო სანლუკენიოში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)
- ნახევარმცველი   ესპანეთი ფალი („ბარსელონა ბ“-ში 2018 წლის 30 ივნისამდე)
- თავდამსხმელი   ალბანეთი ელვირ მალოკუ (ლარნაკას „აეკში“ 2017 წლის 30 ივნისამდე)

გამოჩენილი მოთამაშეები რედაქტირება

სიაში მოცემულია ფეხბურთელები, რომელთაც ჩაატარეს 100 მატჩი კლუბის შემადგენლობაში ან უთამაშიათ ეროვნულ ნაკრებში.

მოთამაშეთა რეკორდები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება