ხეფრენის პირამიდა

ხეფრენის პირამიდა — პირამიდა ეგვიპტეში. გიზის სამი დიდი პირამიდიდან სიდიდით მეორეა. მდებარეობს დიდი სფინქსის სიახლოვეს. სავარაუდოდ აშენებულია ძვ. წ. XXVI საუკუნეში. ამჟამინდელი სიმაღლეა 136,4 მ. აგებულია კირქვის ბლოკებით (თითოეულის წონა 2 ტონაზე მეტია). ხეფრენი იყო ძველი ეგვიპტის ფარაონი, ხეოფსის მემკვიდრე (შესაძლოა შვილი ან ძმა).

ხეფრენის პირამიდა
ხეფრენი
აშენდა ძვ. წ. XXVI საუკუნეში
ტიპი პირამიდა
თავდაპირველი სიმაღლე 143,5 მეტრი
სიმაღლე დღეს 136,4 მეტრი
მოცულობა 2 211 096 მ³
დახრილობა 53°10′

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება