ხერხა

მცენარეთა გვარი

ხერხა (ლათ. Cladium) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მათი სიმაღლე 100 – 200 სმ აღწევს. მიწისქვეშა მხოხავი ფესურა აქვთ.

ხერხა
Cladium mariscus
Cladium mariscus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ქვეგანყოფილება:  ყვავილოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ისლისებრნი
გვარი:  ხერხა
ლათინური სახელი
Cladium

4 – 5 სახეობა იზრდება სუბტროპიკულ, ტროპიკულ და ზომიერი კლიმატის ქვეყნების ბალახოვან ჭაობებში, ტბათა დაჭაობებულ სანაპიროებზე და ზღვისპირეთის დამლაშებულ ჭაობებში. ერთი (ლათ. Cladium mariscus) სახეობა გვხვდება კოლხეთის დაბლობის ტორფიან ჭაობებზე. შედარებით იშვიათად აღმოსავლეთ საქართველოში. ნაპოვნია კოდორის ნამარხი ფლორის კომპლექსში, რაც მესამეულ პერიოდში მისი დაჯგუფების არსებობაზე მიუთითებს.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება