ხერონის პროვინცია

ჟირონა, ხერონა (კატ. Girona [ʒiˈɾonə], ესპ. Gerona; ფრანგ. Gérone) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, ავტონომიური გაერთიანების, კატალონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ხერონა. მას ესაზღვრება შემდეგი პროვინციები:ლერიდა და ბარსელონა. ასევე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვა.

ხერონის მდებარეობა ესპანეთში

პროვინციის მოსახლეობა შეადგენს 665 000 კაცს (2005 წლის მონაცემებით). პროვინციაში არის 216 მუნიციპალიტეტი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება