ხენდრო (ლათ. Fragaria moschata) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 30-35 სმ აღწევს, აქვს სამყურა, დიდი, ღია მწვანე ფოთოლი, თეთრი, ხუთფოთოლაკიანი, ჩვეულებრივ ცალსქესიანი ყვავილი (კულტურაში გვხვდება ორსქესიანი ყვავილებიც). ნაყოფი წვრილია, მოვარდისფრო-მოიისფრო, რბილობი — თეთრი, ტკბილი, ძლიერი სპეციფიკური არომატით.

ხენდრო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Fragaria moschata

ხენდრო საკმაოდ ზამთარგამძლეა, ვერ იტანს გვალვას, უკეთ იზრდება და მსხმოიარობს ოდნავ ჩრდილიან ადგილებში. ველურად იზრდება ევროპაში. ნაყოფს იყენებენ ნედლად და გადამუშავებული სახით (მურაბა და სხვა). ცნობილია ჯიშები: შპანკა, მილანური და სხვა. ხენდროს ხშირად არასწორად მარწყვსაც უწოდებენ. ხენდრო ცნობილია აგრეთვე მუშკის მარწყვის სახელწოდებით. საქართველოში ყველგანაა გავრცელებული.

ლიტერატურა რედაქტირება