ხახვილო (ლათ. Russula virescens) — სოკოს სახეობა ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, აზიას, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკას.

ხახვილო

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Russula virescens (Schaeff.) Fr. (1836)

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, გამხმარი და დამწნილებული. იზრდება ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან ჯგუფებად, ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას წარმოქმნის სხვადასხვა სახეობის ხეებთან.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus virescens.[1] ხრაშუნა სოკოების გვარში გადაიტანა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1836 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

აღწერა რედაქტირება

ქუდის დიამეტრი — 5—15 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრია, შემდეგ ამოზნექილი და ბრტყლად ჩაჭყლეტილი,

[3] ნაცრისფერ-მწვანე მუქ-მწვანემდე, ჟანგმიწისფერი ზონებით. ცენტრში უფრო მუქია და ახასიათებს მწვანე ფერის ლაქები. ზედაპირი დახეთქილი ან დანაწევრებულია. ქუდის კანი თხელია და ადვილად იფრცქვნება.[4]

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები საკმაოდ ხშირი, ფეხისგან თითქმის თავისუფალი, ერთმანეთს ძარღვების საშუალებით უკავშირდებიან. კრემისფერი ან თეთრია, ხშირად მომურო ლაქებით.

ფეხის სიგრძე — 5-12 სმ, სისქე — 2-4 სმ, როგორც წესი ცილინდრული, ნორჩობაში მკვრივია, სიბერეში — რბილი, თეთრი, ზოგჯერ წითელ-მომურო, ზოგჯერ დაფარულია ყავისფერი ლაქებით. ასაკთან ერთად, ან დაზიანების შემთხვევაში, ფეხი შესაძლოა, ოდნავ გაყავისფრდეს.

რბილობი — მკვრივი, თეთრი,[5] სუსტად გამოხატული სასიამოვნო მოტკბო ან თხილის გემოთი.

სპორების ფხვნილი — თეთრი ან ყვითელი.[6][7] სპორები — 5,5-10×4,5-7 მკმ, თითქმის სფეროსებრი, ელიფსისებრი ან კვერცხისებრი, ეკლიანი. ბაზიდიუმი — კვერხითისებრი, 24-33x6-7.5 მკმ, უფერული, თითოულ მათგანში 2-4 სპორაა მოთავსებული. პილეოცისტიდების გარეშე.

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

იზრდება ფოთლოვან, წიწვოვან და შერეულ ტყეებში, ერთეულებად ან ჯგუფებად[8] მიკორიზას წარმოქმნის სხვადასხვა სახეობის ხეებთან, მათ შორის მუხასთან, წიფელთან, ვერხვთან, ნაძვთან და ა.შ.

ევროპაში, ხახვილო ზაფხულიდან შემოდგომამდე ხარობს. მექსიკაში ხახვილოს სეზონი აპრილში იწყება. მისი ჩრდილოეთ ამერიკაში არსებობა სადავო საკითხია, ვინაიდან ამ კონტინენტზე ხახვილოს მსგავსი სახეობები Russula parvovirescens და Russula crustosa იზრდება. [9][10] [11][12] ხახვილო ფართოდ გავრცელებულია აზიაშიც, მათ შორის ინდოეთში, რუსეთში, მალაიზიაში, კორეაში, ფილიპინებში, ნეპალში, ჩინეთში, იაპონიაში, ტაილანდსა და ვიეტნამში. აგრეთვე აღმოჩენილია ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ ამერიკაში.[13] საქართველოში გავრცელებულია ყველგან.[14]

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე.[15]

მსგავსი სახეობები რედაქტირება

ხახვილოს მოკრეფისას აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგანაც გამოუცდელ მესოკოვეს, იგი შესაძლოა აერიოს მომაკვდინებლად შხამიან სახეობა შხამასოკოში (ლათ. Amanita phalloides). შხამასგან განსხვავებით, ხახვილოს არ გააჩნია საყელო და ბოლქი.

კვებითი ღირებულება რედაქტირება

ხახვილო ხრაშუნა სოკოების გვარში ერთ-ერთ საუკეთესო საჭმელ სოკოდ ითვლება. ის პოპულარულია ევროპაში, განსაკუთრებით ესპანეთში.[3] ხახვილო, ხშირად გამხმარი სახით იყიდება აზიისა და ჩინეთის გზისპირა მაღაზიებში.[16][17] ახასიათებს თხილის ან ხილის სასიამოვნო მოტკბო გემო. შესაძლებელია მისი ორთქლზე მოთუშვა (მომზადებისას მწვანე ფერს კარგავს). ორთქლზე მოთუშულ ახალ სოკოს კარტოფილის გემო დაკრავს.[18] შესაძლებელია მისი გრილზე ან ტაფაზე შეწვა,[19] ასევე გამოიყენება უმად სალათებში.[20]

ხახვილოში აღმოჩენილია იმუნური სისტემის მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ქოლესტერინისა და შაქრის დამწევი თვისებები, რაც პოლისაქარიდების დამსახურებაა. წყალში უხსნადი ბეტა-გლუკანში (RVS3-II) შემავალი სულფატებს სარკომას საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია,[21] წყალში ხსნადი RVP კი, ძლიერი ანტიოქსიდანტია.[22]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Schaeffer JC. (1774). Fungorum qui in Bavaria et Palatinatu circa Ratisbonam nascuntur Icones (la, de). Regensburg: Apud J.J. Palmium, გვ. 40; plate 94. 
  2. Fries EM. (1836). Anteckningar öfver de i Sverige växande ätliga svampar (sv). Uppsala: Palmblad, Sebell, გვ. 50. 
  3. 3.0 3.1 Carluccio A. (2003). The Complete Mushroom Book. London: Quadrille. p. 70. ISBN 978-1-84400-040-1.
  4. McKnight VB, McKnight KH (1987). A Field Guide to Mushrooms, North America. Boston: Houghton Mifflin. p. 325. ISBN 978-0-395-91090-0.
  5. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 205, ISBN 99940-856-1-1.
  6. Arora D. (1986). Mushrooms Demystified: A Comprehensive Guide to the Fleshy Fungi. Berkeley: Ten Speed Press. p. 95. ISBN 978-0-89815-169-5.
  7. Bi Z, Zheng G, Li T (1993). The Macrofungus Flora of China's Guangdong Province (Chinese University Press). New York: Columbia University Press. p. 522. ISBN 978-962-201-556-2.
  8. Roody WC. (2003). Mushrooms of West Virginia and the Central Appalachians. Lexington: University Press of Kentucky. p. 234. ISBN 978-0-8131-9039-6.
  9. Buyck B, Mitchell D, Parrent J (2006). "Russula parvovirescens sp nov., a common but ignored species in the eastern United States". Mycologia. 98 (4): 612–15. doi:10.3852/mycologia.98.4.612. PMID 17139854.
  10. Kuo M. (March 2009). "Russula virescens". Mushroom Expert. Retrieved 2013-04-24.
  11. Buyck B, Mitchell D, Parrent J (2006). "Russula parvovirescens sp nov., a common but ignored species in the eastern United States". Mycologia. 98 (4): 612–15. doi:10.3852/mycologia.98.4.612. PMID 17139854.
  12. Kuo M. (March 2009). "Russula virescens". Mushroom Expert. Retrieved 2013-04-24.
  13. Roberts P, Evans S (2011). The Book of Fungi. Chicago: University of Chicago Press. p. 296. ISBN 978-0-226-72117-0.
  14. Russula virescens (Schaeff.) Fr.. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. ციტირების თარიღი: 3 ნოემბერი, 2022.
  15. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 404-405, ISBN 3-405-11774-7
  16. Lincoff G. (2011). The Complete Mushroom Hunter: An Illustrated Guide to Finding, Harvesting, and Enjoying Wild Mushrooms. Beverly: Quarry Books. p. 16. ISBN 978-1-61058-099-1.
  17. Sitta N, Davoli P (2012). "Edible ectomycorrhizal mushrooms: International markets and regulations". In Zambonelli A, Bonita GM (eds.). Edible Ectomycorrhizal Mushrooms: Current Knowledge and Future Prospects. Soil Biology. Vol. 34. Springer Berlin Heidelberg. pp. 355–80 (see p. 356). ISBN 978-3-642-33822-9.
  18. Kuo M. (2007). 100 Edible Mushrooms. Ann Arbor: The University of Michigan Press. p. 212. ISBN 978-0-472-03126-9.
  19. Zeitlmayr L. (1976). Wild Mushrooms: An Illustrated Handbook. Hertfordshire: Garden City Press. p. 62. ISBN 978-0-584-10324-3.
  20. Schunko C, Vogl CR (2010). "Organic farmers use of wild food plants and fungi in a hilly area in Styria (Austria)". Journal of Ethnobiology and Ethnomedicine. 6: 17. doi:10.1186/1746-4269-6-17. PMC 2913933. PMID 20565945. open access
  21. Sun Z, He Y, Liang Z, Zhou W, Niu T (2009). "Sulfation of (1→3)-β-D-glucan from the fruiting bodies of Russula virescens and antitumor activities of the modifiers". Carbohydrate Polymers. 77 (3): 628–33. doi:10.1016/j.carbpol.2009.02.001.
  22. Sun YX, Liu JC, Yang XD, Kennedy JF (2010). "Purification, structural analysis and hydroxyl radical-scavenging capacity of a polysaccharide from the fruiting bodies of Russula virescens". Process Biochemistry. 45 (6): 874–98. doi:10.1016/j.procbio.2010.02.007.