ხარისძირა (ლათ. Helleborus) — მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ხარისძირასებრთა ოჯახისა. გვარი აერთიანებს ოცზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, უმთავრესად, ხმელთაშუაზღვისპირეთში, აღმოსავლეთით მათი არეალი მოდის მცირე აზიამდე.

ხარისძირა

Helleborus niger
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანები
რიგი:  ბაიასნაირნი
ოჯახი:  ხარისძირასებრნი
ლათინური სახელი
Helleborus

საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: კავკასიური ხარისძირა (ლათ. Helleborus caucasicus), რომელსაც მოთეთრო-მომწვანო ყვავილები აქვს, იზრდება ტყეში, ტყისპირებზე და გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში და აფხაზური ხარისძირა (Helleborus abchasicus), რომლის ყვავილი ვარდისფერ-მეწამული, ზოგჯერ მოიისფროა. იზრდება კირქვებზე მთის შუა სარტყელში აფხაზეთსა და იმერეთში. ადრემოყვავილე დეკორატიული მცენარეებია.

აღწერა და გავრცელება რედაქტირება

ხარისძირას გვარი ნატიურია ევროპის უმეტესი ნაწილისათვის, დაწყებული ბრიტანეთის დასავლეთი სანაპიროდან, დამთავრებული თურქეთის ჩრდილოეთი სანაპიროებითა და კავკასიით. სახეობათა ყველაზე დიდი კონცენტრაცია გვხვდება ბალკანეთში.

საინტერესოა ხარისძირაზე გენეტიკოსების მიერ გამოყვანილი ჯიშები. მათ შორის, აღსანიშნავია ორმაგი ხარისძირა.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-11. ციტირების თარიღი: 2013-07-16.