ხარა-უს-ნურიტბა მონღოლეთის დასავლეთ ნაწილში, დიდი ტბების ქვაბულში. მდებარეობს 1157 მეტრ სიმაღლეზე. ფართობი 1486 კმ². სიღრმე 4,5 მეტრამდე. კუნძულ აკ-ბაშით გაყოფილია ორ წყალსატევად. ტბაში ჩადის მდინარე კობდო. ფშანით შეერთებულია ხარა-ნურის ტბასთან. ნაპირები დაბალია, ადგილ-ადგილ დაჭაობებული. ზამთრობით იყინება. მდიდარია თევზით. ბევრია წყლის ფრინველი.

ხარა-უს-ნური
Хар Ус Нуур
კოორდინატები: 48°04′ ჩ. გ. 92°24′ ა. გ. / 48.067° ჩ. გ. 92.400° ა. გ. / 48.067; 92.400
მდებარეობა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1157 
ფართობი 1486 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 4,5 
აუზის ფართობი 74 500 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ხოვდ-გოლი
ხარა-უს-ნური — მონღოლეთი
ხარა-უს-ნური

ლიტერატურა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება