ხავიერ ალეხანდრო მასკერანო (ესპ. Javier Alejandro Mascherano; დ. 8 ივნისი, 1984) — არგენტინელი ფეხბურთელი, კარიერის განმავლობაში თანამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე. ასევე შეეძლო ეთამაშა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. 2010 წელს კატალონიის „ბარსელონაში“ გადასვლამდე მისი ძირითადი პოზიცია იყო საყრდენი ნახევარმცველი.

ხავიერ მასკერანო
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ხავიერ ალეხანდრო მასკერანო
დაბადების
თარიღი
8 ივნისი, 1984 (1984-06-08) (39 წლის)
დაბადების
ადგილი
სან-ლორენსო, არგენტინა
სიმაღლე 174 სმ.
სათამაშო
პოზიცია
საყრდენი ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1999–2003 რივერ პლეიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2003–2005 რივერ პლეიტი 46 (1)
2005–2006 კორინთიასი 26 (0)
2006–2007 ვესტ ჰემი 5 (0)
2007–2010 ლივერპული 94 (1)
2010–2018 ბარსელონა 203 (1)
2018–2019 ჰებეი ჩაინა ფორჩუნი 51 (1)
2019–2020 ესტუდიანტესი 10 (0)
ეროვნული ნაკრები
2003–2004 არგენტინა 20 წლ. 22 (1)
2004–2008 არგენტინა 23 წლ. 18 (0)
2003–2018 არგენტინა 147 (3)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 ნოემბერი, 2019

მასკერანომ კარიერა დაიწყო არგენტინულ „რივერ პლეიტში“. პროფესიონალურ კარიერაში პირველ წარმატებას მიაღწია 2003-04 წლების სეზონში, კლუბთან ერთად მოიგო არგენტინის პრიმერა დივიზიონი. მან ასევე მოიგო 2004 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი. მეორე ადგილზე დაასრულა 2004 წლის კოპა ამერიკა. 2005 წელს ის გადაბარგდა ბრაზილიის კლუბ „კორინთიანსში“, მოიგო ბრაზილიის სერია A პირველ სეზონში. შემდეგ გადავიდა ევროპაში, ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ვესტ ჰემ იუნაიტედში“. თუმცა, უჩვეულო კონტრაქტის გაფორმებიდან მცირე ხანში, 2007 წლის დასაწყისში ის შეუერთდა „ლივერპულს“ იჯარით.

მერსისაიდულ კლუბთან ერთად პირველ სეზონში გავიდა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც დამარცხდა „მილანთან“ 1-2. იმავე სეზონში ნაკრებთან ერთად გავიდა მეორე ადგილზე კოპა ამერიკაზე. ის „ლივერპულს“ ოფიციალურად შეუერთდა 2008 წელს £18,6 მილიონის სანაცვლოდ. 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მოიგო მეორე ვერცხლის მედალი არგენტინასთან ერთად. ეროვნული ნაკრების კაპიტნად დაინიშნა ახალი თავკაცის, დიეგო მარადონას მიერ, 2008 წლის ნოემბერში.[1]

არგენტინაში მასკერანოს ორი მეტსახელია „მასკე“ და „ელ-ხაფესიტო“.[2][3] ყოფილი არგენტინელი ფეხბურთელები, ხორხე ვალდანო და ხორხე სოლარი მიიჩნევენ, რომ მასკერანო შესაძლოა გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი.[4][5]

მასკერანო მიჩნეული იყო არგენტინის ნაკრების წამყვან ფეხბურთელად დიეგო მარადონას მწვრთნელობის დროს, რომელმაც განაცხადა, რომ მისი გუნდი იყო „ხონასი, მასკერანო, ლიონელ მესი და რვა დანარჩენი“.[6]

მასკერანო ასევე ფლობს იტალიის პასპორტს, რაც მას აძლევს საშუალებას იყოს ევროკავშირის მოთამაშე.[7]

საკლუბო კარიერა რედაქტირება

რივერ პლეიტი (2003–05) რედაქტირება

მასკერანო დაიბადა სან-ლორენცოში, სანტა-ფეში, არგენტინაში. ახალგაზრდული კარიერა გაატარა „რივერ პლეიტში“, ბუენოს-აირესში.

მასკერანომ მოიგო მისი პირველი მედალი 2003-04 წლების სეზონში არგენტინის კლაუსურაში. 2004 წელს კოპა ლიბერტადორესის გათამაშებაში რივერ პლეიტმა მიაღწია ნახევაფინალამდე, მაგრამ დამარცხდა პენალტების სერიაში „ბოკა ხუნიორსთან“.

მასკერანოს გადაბირების მსურველ კლუბებს შორის იყვნენ „მადრიდის რეალი“,[8] და „დეპორტივო“, მაგრამ „რივერ პლეიტმა“ უარი თქვა ყველა შეთავაზებაზე. განაცხადა, რომ არც ერთი დაინტერესებული მხარე არ იყო მზად გადაეხადა საკმარისი თანხა.

2004–05 წლების სეზონი წარუმატებელი გამოდგა „რივერ პლეიტისთვის“, მესამე ადგილზე გავიდა არგენტინის ჩემპიონატში და მხოლოდ მეათე ადგილს დასჯერდა კლაუსურაში. კოპა ლიბერტადორესზე რივერი კვლავ დამარცხდა ნახევარფინალში, ამჯერად „სან-პაულუსთან“.

2005 წელს გერმანიაში გამართული კონფედერაციის თასის შემდეგ ბრაზილიურმა კლუბმა „კორინთიანსმა“ შეძინა მასკერანო „რივერ პლეიტისგან“ 15 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ.

კორინთიანსი (2005–06) რედაქტირება

გამომდინარე იქიდან, რომ ბრაზილიის სერია A იწყება აპრილში, მასკერანო შეუერთდა კლუბს შუა სეზონში. ახალი კლუბის შემადგენლობაში მხოლოდ ცხრა თამაშის შემდეგ, 2005 წლის სექტემბერში, მასკერანომ მიიღო ტრავმა, რის გამოც მოუხდა დარჩენილი სეზონის გაცდენა. ის დაბრუნდა არგენტინაში, რათა გაეკეთებინა ოპერაცია ეროვნული ნაკრების ექიმთან.[9][10][11][12] თუმცა, „კორინთიანსმა“ განაცხადა, რომ 2005 წლის ბრაზილიის ჩემპიონატში მასკერანო იქნებოდა გუნდის კაპიტანი.

საერთო ჯამში, მასკერანო უქმად იყო ექვსი თვის განმავლობაში, მოედანზე დაბრუნდა მხოლოდ 2006 წლის 5 მარტს.[13] კორინთიანსმა 2006 წლის კოპა ლიბერტადორესი დაიწყო მასკერანოს გარეშე. ბრაზილიის ჩემპიონატშიც ასევე წარუმატებლად იასპარეზა მისმა გუნდმა. ერთ ეტაპზე გუნდს მოუხდა ბრძოლა, რათა არ ჩამოქვეითებულიყო ჩემპიონატის ქვედა დივიზიონში.

მიუხედავად იმისა, რომ მისმა თამაშმა მიიპყრო ევროპული კლუბების ყურადღება, მან ისურვა „კორინთიანსში“ დარჩენილიყო და დახმარებოდა კლუბს, რათა არ გავარდნილიყო ჩემპიონატიდან. მან უარი თქვა ყოველგვარ კონტრაქტზე იანვრამდე.[14] თუმცა, 2006 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე, მასკერანო შეუერთდა „ვესტ ჰემ იუნაიტედს“ თანამემამულე კარლოს ტევესთან ერთად.[15]

ვესტ ჰემი (2006 – იანვარი 2007) რედაქტირება

2006 წლის ზაფხულში მასკერანოს გადაბირებით დაინტერესებული იყო ევროპის რამდენიმე ტოპ-კლუბი. მან განაცხადა, რომ დიდი სიამოვნებით ითამაშებდა ესპანურ კლუბ მადრიდის რეალში, ან ბარსელონაში, მაგრამ საბოლოოდ მან კონტრაქტი გააფორმა ინგლისურ კლუბ ვესტ ჰემ იუნაიტედთან. მასკერანოს ვესტ ჰემში გადასვლა იყო მოულოდნელობა, რადგან ევროპის რამდენიმე გრანდთან ჰქონდა მოლაპარაკებები მთელი ზაფხულის განმავლობაში. მისმა ტრანსფერმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.[16][17]

სანამ მასკერანო შეუერთდებოდა, ვესტ ჰემმა მოიგო ერთი მატჩი, ერთი ფრედ დაასრულა და ერთიც წააგო. გუნდმა შემდეგი რვა თამაში წააგო და ერთიც ფრედ დაასრულა ყველა გათამაშებაში, სანამ არ მოიგეს პირველი მატჩი უიღბლო სერიის შემდეგ 29 ოქტომბერს. ამ ხნის განმავლობაში მასკერანო იშვიათად ჩნდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ოქტომბერში, არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა, ალფიო ბასილემ განაცხადა, რომ მას იმდეი ჰქონდა, რომ მასკერანო მალე დატოვებდა ვესტ ჰემს, "როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა" და გადავიდოდა იუვენტუსში.[18]

2007 წლის 16 იანვარს ლივერპულმა მიმართა ფიფას, რათა გადმოეყვანა მასკერანო ვესტ ჰემიდან.[19] ფიფას წესების თანახმად, მოთამაშეს არ შეუძლია ორ სხვადასხვა კლუბში თამაში 1 ივლისს და 30 ივნისს შორის. მასკერანოს უკვე ჰქონდა ნათამაშები ორ კლუბში, კორინთიანსში და ვესტ ჰემში.

ფიფამ დაამტკიცა გარიგება 2007 წლის 31 იანვარს.[20]

ლივერპული (თებერვალი 2007–2010) რედაქტირება

 
მასკერანო ლივერპულში.

10 თებერვალს „ლივერპულმა“ დაიმატა მასკერანო ჩემპიონთა ლიგის განაცხადში და გადასცა 20-ნომრიანი მაისური. საბოლოოდ, 2007 წლის 20 თებერვალს მასკერანო გახდა „ლივერპულელი“ ოფიციალურად.[21]

 
მასკერანო თამაშობს „ლივერპულის“ შემადგენლობაში 2007 წელს.

მასკერანოს დებიუტი „ლივერპულის“ შემადგენლობაში შედგა „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ 2007 წლის 24 თებერვალს[22] და შექება დაიმსახურა გუნდის მაშინდელი მწვრთნელის, რაფაელ ბენიტესისგან და გუნდის კაპიტან სტივენ ჯერარდისგან, „ლივერპულის“ 4-0 გამარჯვების შემდეგ.

31 მარტს „არსენალთან“ მატჩის შემდეგ ბენიტესმა მასკერანოს უწოდა „მოთამაშე მონსტრი“.[23] ანალოგიურად, მისი თანაგუნდელებიც იყვნენ აღფრთოვანებულები მისი თამაშით. მასკერანომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა მეოთხედფინალურ მატჩში „პსვ-ს“ წინააღმდეგ 3 აპრილს. მასკერანომ ითამაშა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მილანის“ წინააღმდეგ.

2008 წლის 29 თებერვალს მასკერანომ კლუბთან გააფორმა ოთხწლიანი კონტრაქტი.[24] ტრანსფერი „ლივერპულს“ დაუჯდა £18.6 მილიონი,[25] სადაც შედიოდა არა მარტო ტრანსფერის საკომისიო გადასახადი, არამედ ფეხბურთელის ოთხი წლის ანაზღაურება.[26] სეზონის პირველი გოლი კლუბის მაისურით გაიტანა „რედინგთან“ მატჩში.[27]

2009 წლის 29 ოქტომბერს მასკერანომ გაიტანა პირველი გოლი „ევერტონთან“ 2-0 მოგებულ მატჩში გუდისონ პარკზე.[28] 2009-10 წლების სეზონში მასკერანომ მიიღო შვიდი ყვითელი და ორი წითელი ბარათი.[29] 2010 წლის 27 ივლისს მასკერანომ განუცხადა „ლივერპულის“ ახალ მთავარ მწვრთელ როი ჰოჯსონს, რომ მას სურდა „ლივერპულის“ დატოვება.[30]

„ლივერპულის“ ფანებმა მასკერანოს პატივისცემის ნიშნად მიუძღვნეს საკუთარი სიმღერა.[31]

2010 წლის 27 აგვისტოს „ლივერპულმა“ განაცხადა, რომ მიღწეული იყო შეთანხმება „ბარსელონასთან“ მასკერანოს ტრანსფერის თაობაზე.[32]

ბარსელონა (2010–დღემდე) რედაქტირება

2010 წლის 28 აგვისტოს მასკერანოს და „ბარსელონას“ შორის გაფორმდა ოთხწლიანი კონტრაქტი, რაც კატალონიურ კლუბს დაუჯდა 22 მილიონი ევრო.[33] 30 აგვისტოს მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ოფიციალურად შევიდა ძალაში კონტრაქტი.[34] მისი დებიუტი ლა ლიგაში შედგა 2010 წლის 11 სექტემბერს, როცა მისი კლუბი დამარცხდა დებიუტანტ „ჰერკულესთან“ 0-2. ბოლო 16 თვის მანძილზე პირველი მარცხი იწვნია „ბარსელონამ“ ნოუ კამპზე.

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

 
მასკერანო და ანდრეი არშავინი

მასკერანომ პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა 2001 წელს. არგენტინის ნაკრებთან ერთად გავიდა 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე.

2003 წელს გამოძახებული იყო ნაკრებში მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე. არგენტინის ნაკრებმა მეოთხე ადგილზე დაასრულა გათამაშება, მასკერანო კი იყო თავისი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე.[35]

2004 წლის იანვარში ის შეუერთდა არგენტინის 23-წლამდელთა გუნდს ოლიმპიადისწინა ტურნირზე ჩილეში. 2004 წლის ოლიმპიადაზე არგენტინის ნაკრები დაეუფლა ოქროს მედლებს საბერძნეთში.[36]

მასკერანო შეყვანილი იყო 2004 წლის კოპა ამერიკის სანაკრებო განაცხადში. არგენტინამ ბრაზილიასთან წააგო ფინალში პენალტების სერიაში. მიუხედავად ამისა, მაკერანო დასახელდა არგენტინის საუკეთესო ფეხბურთელად მისი თანაგუნდელების მიერ.[35]

2005 წელს მასკერანომ ითამაშა კონფედერაციის თასზე გერმანიაში, სადაც ასევე ბრზაილიის ნაკრებთან დამარცხდნენ ფინალში, ანგარიშით 1-4.[37]

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან ყველა თამაშში შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი ნახევარფინალში დამარცხდა გერმანიის ნაკრებთან მეოთხედფინალში.

მასკერანომ პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა 2007 წლის ივლისში კოპა ამერიკაზე, პარაგვაის ნაკრების კარში.[38]

2008 წელს მასკერანომ მიიღო პირველი წითელი ბარათი აშშ-ის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში, 2008 წლის 8 ივლისს. მან მიიღო მეორე ყვითელი ბარათი მატჩის 86-ე წუთზე, რომელიც დასრულდა ფრედ, 0-0.[39]

ერთი წლის შემდეგ, მასკერანო გამოიძახეს არგენტინის 23-წლამდელთა ნაკრებში პეკინის ოლიმპიადაზე. არგენტინის ნაკრებმა მოიგო გათამაშება და მასკერანო გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელიც ორჯერ დაეუფლა ოლიმპიურ მედალს.[40][41]

დიეგო მარადონამ მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ სურდა მასკერანო ყოფილიყო ნაკრების კაპიტანი."[42]

მასკერანო გახდა ნაკრების კაპიტანი 10 ნოემბერს, ხავიერ ძანეტის მაგივრად.[43] 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ მასკერანო კაპიტნობდა ეროვნულ ნაკრებს. არგენტინის ნაკრები გათამაშებას გამოეთიშა მეოთხედფინალში, სადაც დამარცხდა გერმანიის ნაკრებთან, ანგარიშით 0-4.[44]

სანაკრებო სტატისტიკა რედაქტირება

[45]

არგენტინის ნაკრები
წელიმატჩიგოლი
2003 1 0
2004 10 0
2005 3 0
2006 8 0
2007 14 2
2008 9 0
2009 10 0
2010 9 0
Total 64 2

სანაკრებო გოლები რედაქტირება

# თარიღი ადგილი მოწინააღმდეგე გოლი შედეგი გათამაშება
1. 5 ივლისი 2007 Estadio Metropolitano de Fútbol de Lara, ბარქუისიმეტო, ვენესუელა   პარაგვაი 1 – 0 1–0 კოპა ამერიკა 2007
2. 8 ივლისი 2007 Estadio Metropolitano de Fútbol de Lara, ბარქუისიმეტო, ვენესუელა   პერუ 4 – 0 4–0 კოპა ამერიკა 2007
3. 4 ივნისი 2014 Estadio Monumental Antonio V. Liberti, ბუენოს-აირესი, არგენტინა   ტრინიდადი და ტობაგო 2 – 0 3–0 ამხანაგური

კარიერის სტატისტიკა რედაქტირება

2012 წლის 5 თებერვლის მონაცემები

კლუბი სეზონი ჩემპიონატი თასი საკონტინენტთაშორისო ჯამში
თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი თამაში გოლი
რივერ პლეიტი 2003–04 20 0 0 0 0 0 20 0
2004–05 26 1 0 0 0 0 26 1
ჯამში 46 1 0 0 0 0 72 1
კორინთიანსი 2005 8 0 0 0 0 0 8 0
2006 18 0 2 0 0 0 20 0
ჯამში 26 0 2 0 0 0 28 0
ვესტ ჰემი 2006–07 5 0 0 0 0 0 5 0
ჯამში 5 0 0 0 0 0 5 0
ლივერპული 2006–07 7 0 0 0 4 0 11 0
2007–08 25 1 3 0 13 0 41 1
2008–09 27 0 3 0 8 0 38 0
2009–10 34 0 1 0 13 1 48 1
2010–11 1 0 0 0 0 0 1 0
ჯამში 94 1 7 0 38 1 139 2
ბარსელონა 2010–11 27 0 7 0 11 0 45 0
2011–12 15 0 7 0 6 0 28 0
ჯამში 42 0 14 0 17 0 73 0
ჯამში კარიერის მანძილზე 213 2 23 0 55 1 317 3

მიღწევები რედაქტირება

რივერ პლეიტი რედაქტირება

2003-04 წლების არგენტინის კლაუსურა

კორინთიანსი რედაქტირება

ბრაზილიის სერია A 2005

ბარსელონა რედაქტირება

2010–11, 2012–13, 2014–15, 2015–16
2010-11, 2014–15
2011/12, 2014/15, 2015/16
2011, 2013, 2016
2011, 2015
2011, 2015

სანაკრებო რედაქტირება

2004, 2008

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Maradona: "Argentina son Mascherano y diez más". as.com (ესპანური). ციტირების თარიღი: 2009-03-29.
  2. Tevez-Mascherano: "Enfrentar a River, para nosotros es algo distinto". Clarín (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-14. ციტირების თარიღი: 2007-04-28.
  3. „Player profile – Javier Mascherano“. SkySports.com. ციტირების თარიღი: 2007-03-04.[მკვდარი ბმული]
  4. „Valdano on Maradona, Mascherano et al“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 2008-10-04.
  5. Solari heaps praise on Argentina's Mascherano. ESPN Soccernet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-16. ციტირების თარიღი: 2009-06-13.
  6. Maradona pone a Jonás a la misma altura que Messi y Mascherano. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-05. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
  7. Javier Mascherano – Transfermarkt.de
  8. Northcroft, Johnathon (2007-04-08). „Mascherano happy to step out of the shadows“. The Times. London. ციტირების თარიღი: 2008-11-13.
  9. Injury jinx hits Argentina. FIFAWorldCup.yahoo.com (2005-09-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-12-18. ციტირების თარიღი: 2007-03-15.
  10. Argentine players injured. Clarín. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-04-10. ციტირების თარიღი: 2007-03-15. (ესპანური)
  11. Operation Ok. GloboEsporte.com (2005-09-18). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-14. ციტირების თარიღი: 2007-03-15. (პორტუგალიური) (Translation)
  12. Out for the rest of 2005. terra.com (2005-09-15). ციტირების თარიღი: 2007-03-15. (ესპანური)
  13. Mascherano returns on 5 March. Olé (2006-02-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-14. ციტირების თარიღი: 2007-03-15. (ესპანური)
  14. „Argentine star rules out exit“. SkySports.com. 2006-08-02. ციტირების თარიღი: 2007-03-04.[მკვდარი ბმული]
  15. „Hammers complete huge coup“. Sky Sports. 2006-08-31. ციტირების თარიღი: 2007-03-04.[მკვდარი ბმული]
  16. Kelso, Paul (2006-09-01). „Eyebrows raised at deal shrouded in mystery“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2007-04-28.
  17. Scott, Matt (2007-04-28). „Third-party deals that landed West Ham in the mire“. The Guardian. London. ციტირების თარიღი: 2007-04-28.
  18. „Argentines urged to quit West Ham“. BBC Sport Online. 2006-10-05. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  19. Austin, Simon (2007-01-16). „Liverpool make Mascherano request“. BBC Sport Online. ციტირების თარიღი: 2007-03-05.
  20. „Liverpool cleared to sign Mascherano“. The Guardian. London. 2007-01-31. ციტირების თარიღი: 2007-03-05.
  21. „Mascherano free to join Liverpool“. BBC Sport. 2007-02-20. ციტირების თარიღი: 2007-03-05.
  22. Liverpool 4–0 Sheffield United. LiverpoolFC.tv (2007-02-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-27. ციტირების თარიღი: 2007-03-05.
  23. „Rafa encouraged by talks“. Sky Sports. 2007-04-03. ციტირების თარიღი: 2007-04-04.[მკვდარი ბმული]
  24. „Mascherano signs Liverpool deal“. BBC Sport Online. 2008-02-29. ციტირების თარიღი: 2008-02-29.
  25. „Liverpool complete £18.6m move for Mascherano“. The Guardian. London. 2008-02-29. ციტირების თარიღი: 2008-02-29.
  26. „Delight for Mascherano, last new signing of Gillett-Hicks nightmare“. AnfieldRoad.com. 2008-02-29. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-03-03. ციტირების თარიღი: 2008-02-29.
  27. Masch Sores In Seventh Straight Win (2008-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-19. ციტირების თარიღი: 2008-03-19.
  28. „Javier Mascherano claims Liverpool's opening goal against Everton as his own“. Telegraph. London. 2009-11-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-03. ციტირების თარიღი: 2009-12-02.
  29. English Premier League – Player Discipline – 2009/2010 – ESPN Soccernet. Soccernet.espn.go.com (2010-06-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-12. ციტირების თარიღი: 2010-06-26.
  30. „Midfielder Javier Mascherano demands Liverpool exit“. BBC Sport. 2010-07-27. ციტირების თარიღი: 2010-07-28.
  31. Javier Mascherano song. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-10. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
  32. „Reds & Barca agree Mascherano fee“. BBC Sport. 27 August 2010. ციტირების თარიღი: 27 August 2010.
  33. Smith, Rory (2010-08-30). „Javier Mascherano: Barcelona move a dream come true“. The Telegraph. London. ციტირების თარიღი: 2010-08-30.
  34. „Javier Mascherano completes move to Barcelona“. BBC Sport. 2010-08-30. ციტირების თარიღი: 2010-08-30.
  35. 35.0 35.1 Player to Watch: Mascherano making waves in Argentina. FIFAWorldCup.yahoo.com (2004-09-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-02-09. ციტირების თარიღი: 2007-03-04.
  36. FIFA.com. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-10. ციტირების თარიღი: 2010-06-26.
  37. Brazil storm engulfs swamped Argentina. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
  38. Jefe y patrón (spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-13. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
  39. http://www.ussoccer.com/articles/viewArticle.jsp_6684675.html დაარქივებული 2014-07-24 საიტზე Wayback Machine. U.S. Men Draw 0–0 in Epic Contest With Argentina
  40. Golden moment for Argentina. FIFA.com (2008-08-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-21. ციტირების თარიღი: 2010-06-26.
  41. FIFA.com. FIFA.com (2008-08-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-11. ციტირების თარიღი: 2010-06-26.
  42. „Maradona named as Argentina coach“. BBC News. 2008-11-04. ციტირების თარიღი: 2010-05-06.
  43. „Masch accepts Argentine armband“. Sky Sports. 2008-11-10. ციტირების თარიღი: 2008-11-11.
  44. Bevan, Chris (2010-07-03). „Argentina 0–4 Germany“. BBC Sport. ციტირების თარიღი: 2010-07-28.
  45. http://www.national-football-teams.com/v2/player.php?id=340