ჭუბურხინჯი

სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში

ჭუბურხინჯი (მეგრ. ჭუბური — „წაბლი“ და ხინჯი — „ხიდი“; 1952 წლამდე — წალამუხი) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ჭუბურხინჯი, ზენი, პირველი აკვაღა, მეორე აკვაღა, ჭყონხუმლა). მდებაროებს მდინარე ენგურის მარჯვენა მხარეს, სათანჯოს მთის კალთაზე, ზღვის დონიდან — 150 მეტრზე. დაშორებულია გალიდან 7 კმ-ით.

სოფელი
ჭუბურხინჯი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი გალის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°34′47″ ჩ. გ. 41°48′35″ ა. გ. / 42.57972° ჩ. გ. 41.80972° ა. გ. / 42.57972; 41.80972
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ჭუბურხინჯი — საქართველო
ჭუბურხინჯი
ჭუბურხინჯი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ჭუბურხინჯი
ჭუბურხინჯი — გალის მუნიციპალიტეტი
ჭუბურხინჯი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ეტიმოლოგია რედაქტირება

სოფლის სახელწოდება ჭუბურხინჯი მეგრული წარმოშობისაა (ჭუბური-წაბლი და ხინჯი-ხიდი) და „წაბლის ხიდს“ ნიშნავს.

დემოგრაფია რედაქტირება

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1876[1] 1477
2011   3340

ხუროთმოძღვრების ძეგლები რედაქტირება

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების 2 ეკლესია.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება