ჭრელი ხავსის სოკო (ლათ. Xerocomellus chrysenteron) — საჭმელი სოკო Xerocomellus-ის გვარისა. წარსულში მიაკუთვნებდნენ ხავსის სოკოს (ლათ. Xerocomus) გვარს, რომელიც დღესდღეობით რამდენიმე მცირე ზომის გვარად არის დაყოფილი.

ჭრელი ხავსის სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  Xerocomellus
სახეობა:  ჭრელი ხავსის სოკო
ლათინური სახელი
Xerocomellus chrysenteron (Bull.) Šutara, 2008[1]

პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა პიერ ბიულიარმა 1789 წელს როგორც Boletus communis.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus cupreus Schaeff., 1774 basionym
  • Boletus pascuus[2]
  • Boletus chrysenteron Bull., 1791
  • Versipellis chrysenteron (Bull.) Quél., 1886
  • Xerocomus chrysenteron (Bull.) Quél., 1888

აღწერა რედაქტირება

 

სოკოს ქუდის დიამეტრი 4-10 სმ-მდე აღწევს, ამოზნექილი ან ბალიშისებრია, მშრალი. ზოგჯერ ცენტრში ჩაზნექილია, მქრქალი, ხავერდოვანი ან ტიტველი. ქუდის ფერი — შინდისფერ-წითელი, ყავისფერი, ზეთისხილისფერ-ყავისფერი, ყავისფერ-წითელი, ჟანგმიწისფერ-ნაცრისფერი. მისი დამახასიათებელი ნიშანთვისებაა ბადისებრი-დამსკდარი ქუდი, ბზარებს შორის შესაძლოა ჰქონდეს ვარდისფერი შეფერილობა.

რბილობი — მოთეთრო ან მოყვითალო, კანქვეშ მოწითალოა, ჰაერზე ლურჯდება.[3]

ფორების შრე შედგება განიერკუთხიანი ნასვრეტებისაგან, ფეხთან შეზრდილია. მილები — კრემისფერ-ყვითელი, ჟანგმიწისფერი-ყვითელი, ნაცრისფერ-მოყვითალო-მწვანე ან ზეთისხილისფერ-ყვითელი, მოგვიანებით — ზეთისხილისფერი, გაჭრისას ან ხელის დაჭერისას ლურჯდება.

ფეხის სიგრძე — 4-10 სმ-მდე, სისქე — 1-2 სმ, სწორი ან მოგრეხილი, წვრილი, გლუვი. ერთი სისქისაა ან ძირისკენ წვრილდება. ძირში სუსტად შეიმჩნევა მურა-ბოჭკოვანი ზოლები. ღია-ყვითელი ფერისაა, ძირში — წითელი.

სპორების ფხვნილი — ყვითელი-ზეთისხილისფერი-მურა ან მომწვანო-ზეთისხილისფერი, სპორის ზომა — 14×5 მკმ, თითისტარისებრი.[4]

კვებითი ღირებულება რედაქტირება

დაბალხარისხიან სოკოდ ითვლება. იჭმება ახალი. მომზადებისას ლორწოვანია. საჭმელად უმჯობესია ნორჩი. შესაძლებელია მისი დამარილება, ასევე გაყინვა ან გახმობა შემდგომში შემწვარი კერძების ან სუპების მოსამზადებლად.

მსგავსი სახეობები რედაქტირება

ეკოლოგია და გავრცელება რედაქტირება

გავრცელებულია მთელ ჩრდილოეთ ზომიერ სარტყლებში. ინტროდუცირებულია ახალ ზელანდიაში.[5] იზრდება ერთეულებად ან ჯგუფებად ფოთლოვან და შერეულ, ზოგჯერ წიწვოვან ტყეებში კარგად გაფხვიერებულ ნიადაგზე. მიკორიზას ქმნის ფოთლოვან ხეებთან, ხშირად მუხასთან. საკმაოდ გავრცელებული სახეობაა.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Šutara J. (2008). Xerocomus s. l. in the light of the present state of knowledge“ (PDF). Czech Mycology. 60 (1): 29–62. doi:10.33585/cmy.60104.
  2. Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: «Астрель», «АСТ», 2003. — С. 192. — ISBN 5-17-020333-0.
  3. Xerocomus chrysenteron. First Nature. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 26, 2007. ციტირების თარიღი: 2007-12-12.
  4. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 66 5, ISBN 99940-856-1-1.
  5. McNabb RFR. (1968). „The Boletaceae of New Zealand“. New Zealand Journal of Botany. 6 (2): 137–76 (see p. 148). doi:10.1080/0028825X.1968.10429056. თარგი:Open access