ჭოტაკი (ლათ. Silicula) — მშრალი, ცრუ ორბუდიანი პარაკარპული ნაყოფი, რომლის სიგრძე თითქმის სიგანის ტოლი ან უფრო იშვიათად ორჯერ მეტია. ასეთი ნაყოფი აქვს ჯვაროსანთა ოჯახის ზოგიერთ მცენარეს. არჩევენ ფართოტიხრიან (წიწმატა სელი, Camellina sativa), ვიწროტიხრიან (ქუთქუთა, Thlaspi arvense), დანაწევრებულ (კოტრანა, Crambe orientalis) და უხსნად (მათრახა, Isatis Iberica) ჭოტაკს.

წიწმატა სელის გახსნილი ჭოტაკი

ლიტერატურა რედაქტირება