ჭონა — უძველესი ქართული ხალხური ტრადიცია, რიტუალისა და ლექს-სიმღერის შესრულება სააღდგომოდ. ნიღბიანი შემსრულებლების გუნდი ჩამოივლიდა კარდაკარ, ოჯახებს ულოცავდა აღდგომის დღესასწაულს და საჩუქრად იღებდა სააღდგომო წითლად შეღებილ კვერცხს. ჭონა სამხმიანი სიმღერაა. მის მელოდიას, ქართლ-კახური სუფრული სიმღერების მსგავსად, ორი ზემოთა ხმა ავითარებს გაბმული ბანის ფონზე. არსებობს ვარაუდი ჭონის წინარე ქრისტიანული წარმომავლობის შესახებ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭონა&oldid=4425626“-დან