ჭოდი სალხინოსქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი დიდი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, დაუნაკვთავი, ზოგჯერ საშუალოდ დანაკვთული, მთლიანი ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირი ქეჩისებრია. მტევანი საშუალო ზომისაა, ძირითადად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-მოოვალო, შავი ფერის. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივისაა, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, საშუალო სიმკვრივის.

ჯიში საგვიანო პერიოდისაა.

გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 499