სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქარსალა.

ჭიჭყინა[1] ან ქარსალა (ცნობილია აგრეთვე როგორც კილკა (რუს. Килька)) — ქაშაყისებრთა ოჯახის ორი გვარისქარსალა და სარდელი — საერთო სახელწოდება. გააჩნიათ დიდი სარეწაო მნიშვნელობა. მცირე ზომის თევზები არიან. საშალოდ მათი სხეულის სიგრძეა 10 სმ, ზოგჯერ 17 სმ-მდეც აღწევენ, ხოლო მასა 50 გრამი. ცხოვრობენ გუნდებად როგორც მლაშე, ისე გამტკნარებულ წყლებში, ძირითადად სანაპიროსთან ახლოს. ტოფობა კიდევ უფრო ახლოს ხდება. იკვებებიან პლანქტონებით. ახასიათებს პელაგიური ქვირითი, რომლის რაოდენობა 6-დან 14 ათასამდეა. ცოცხლობენ 3–4 წელი. სქესობრივ სიმწიფეს ცხოვრების მეორე წელს აღწევენ.

ჭიჭყინა
აღწერა
ორი გვარის საერთო სახელი
სახელის სტატუსი
არ არის განსაზღვრული
მშობლიური ტაქსონი
ქაშაყისებრნი
გვარები
ვიქსიკონში არის სტატია «ჭიჭყინა»

ძალიან მნიშვნელოვანი სარეწაო თევზია ბალტიის (მთელი ნათევზავების 10–20%), ჩრდილოეთისა და ნორვეგიის, მცირედ მნიშვნელოვანი კი — ხმელთაშუა და შავ ზღვებში. ჭიჭყინას მოპოვება ხდება რუსეთის, ნორვეგიის, დანიის, ლატვიის, ბულგარეთის, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნების მიერ. ყოველწლიური ნათევზავები დაახლოებით 600 ათასი ტონაა.

გამოიყენება სხვადასხვა სახის კონსერვის,[2] შებოლილი და დამარილებული სახით. იყენებენ თევზის ფქვილის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Froese, Rainer, and Daniel Pauly, eds. (2006). Species of Sprattus in FishBase. March 2006 version.
  • Tony Ayling & Geoffrey Cox, Collins Guide to the Sea Fishes of New Zealand, (William Collins Publishers Ltd, Auckland, New Zealand 1982) ISBN 0-00-216987-8

სქოლიო რედაქტირება

  1. რუსულ-ქართული ლექსიკონი, ტ. 1, გვ. 586, თბ., 1956
  2. История «Кильки в томате»