ჭიჩო

მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭიჩო (მრავალმნიშვნელოვანი).

ჭიჩომთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ქართლის ქედის ჩრდილოეთ მონაკვეთზე, მდინარე ივრის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3084 მ. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ასაკის მერგელოვანი ფიქლებით. მთის კალთები ციცაბოა. დანაწევრებულია მდინარეების ფშავის არაგვისა და ივრის შენაკადებით. ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია რამდენიმე პატარა მყინვარული ცირკი. მთის ზემო ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულით, ქვემო — შერეული ფართოფოთლოვანი ტყით.

ჭიჩო
კოორდინატები: 42°21′42″ ჩ. გ. 45°03′31″ ა. გ. / 42.36167° ჩ. გ. 45.05861° ა. გ. / 42.36167; 45.05861
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
თიანეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3084 
ქედი ქართლის ქედი
ამგებელი ქანები მერგელოვანი ფიქალი
ჭიჩო — საქართველო
ჭიჩო
ჭიჩო — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ჭიჩო

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჭიჩო&oldid=4600054“-დან