ჭიკაანის ციხე-გალავანი
ჭიკაანის ციხე გალავანი — არქიტექტორული ძეგლი მდებარეობს აღმოსავლეთით, 3 კილომეტრზე, ვაკეზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი და რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. ციხის გეგმა კვადრატის მიახლოებული სწორკუთხედია (დაახლოებით 75 x 70 მეტრი), რომლის ოთხივე კუთხეში მდგარა ცილინდრული კოშკი.
ძეგლი თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კოშკი (შიდა დიამეტრი - 4.7 მეტრი) და მასთან დაკავშირებული კედლების მცირე ნაწილები, სამხრეთ-დასავლეთის კოშკის ნაშთი. გალავნის სამხრეთ კედელი და აღმოსავლეთ კედლის მცირე ნაწილი.
ლიტერატურა რედაქტირება
- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 231.