ჭიამაგვარისებრნი (ლათ. Caeciliidae) — უფეხო ამფიბიების რიგის ერთადერთი ოჯახი. ცნობილია 25-მდე გვარი და 70-მდე სახეობა. მათი ჭიისმაგვარი სხეული მოკლებულია კიდურებს და 400-მდე რგოლისაგან შედგება. მოძრაობენ ნელა. განაყოფიერება შინაგანია. უმრავლესობა კვერცხს სოროში დებს. იკვებებიან წვრილი ცხოველებით. გავრცელებულნი არიან აფრიკის, აზიისა და ამერიკის ტროპიკულ სარტყელში. უმრავლესობა ნიადაგში ბინადრობს.

ჭიამაგვარისებრნი

Caecilia nigricans
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ამფიბიები
ლათინური სახელი
Caeciliidae

ლიტერატურა რედაქტირება