ჭიათურის დრამატული თეატრი

ჭიათურის დრამატული თეატრიაკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი ქალაქ ჭიათურაში. თეატრის ცენტრალური დარბაზი გათვლილია 600 მაყურებელზე.

ჭიათურის დრამატული თეატრი

ისტორია რედაქტირება

დრამატული თეატრი - 1894 წლის 11 დეკემბერს დაარსდა, ხოლო 1910 წლიდან მას მუდმივმოქმედი დასი ჰყავს. მე-20 საუკუნის 20-30 წლები თეატრის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ წლებში თეატრმა დადგა: შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას დავით კლდიაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის და სხვათა პიესები. აღსანიშნავია, რომ სპექტაკლი „ყვარყვარე თუთაბერი“ ქართული თაეატრის ისტორიაში ამ პიესის ერთ-ერთ საუკეთესო განხორციელებად ითვლება, ხოლო მასში მთავარი როლის შემსრულებელი, საქართველოს სახალხო არტისტი მიხეილ ვაშაძე ამ სცენური სახის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად. თეატრმა 1949 წელს ბინა ახალ შენობაში დაიდო და მას აკაკი წერეთელის სახელი მიენიჭა.[1]

ჯილდოები რედაქტირება

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრი განსაკუთრებული შემოქმედებითი წარმატებებით გამოირჩეოდა. მან ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა.

თეატრში მოღვაწეობდნენ: რედაქტირება

თეატრის ყოფილი მმართველები რედაქტირება

თეატრის დღევანდელი მმართველია ნანა წერეთელი.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება