ჭენია (ლათ. Cicindela) — მწერების გვარი ბზუალა ხოჭოების ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 1-2 სმ აღწევს. კაშკაშა ფერისაა, ხშირად ღია ლაქები აყრია. აქვთ დიდი თავი, დიდი, ამობურცული თვალები. ბინადრობენ ნიადაგის ზედაპირზე, მატლები — ნიადაგში ამოთხრილ ვერტიკალურ ხვრელებში. მატლი და ხოჭო აქტიური მტაცებლები არიან. ბევრი სახეობა ანადგურებს მავნე მწერებს, რითაც სარგებლობა მოაქვს. ხოჭო კარგად ფრენს, აქტიურია დღის საათებში. საქართველოში ცნობილია 12 სახეობა.

ჭენია

Cicindela sexguttata
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ხოჭოები
ოჯახი:  ბზუალა ხოჭოები
გვარი:  ჭენია
ლათინური სახელი
Cicindela (Linnaeus, 1758)

ლიტერატურა რედაქტირება