ლეონიდ ჭეიშვილი
ლეონიდ ჭეიშვილი (უცხოეთში — Leonidas Tscheischwili, Tcheichvili; დ. 20 ნოემბერი, 1905, კულაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 ნოემბერი, 1990) — ქართველი მეცნიერი, ქიმიკოსი, ტექნოლოგი.
1924–1925 წლებში სწავლობდა თსუ-ში, 1933 წელს დაამთავრა ბერლინის (შარლოტენბურგის) უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. 1935–1945 წლებში მუშაობდა კაიზერ ვილჰელმის ქიმიურ ინსტიტუტში, 1947–1960 წლებში — სილიკატური ნაწარმის სხვადასხვა საწარმოში ტექნიკურ დირექტორად ჯერ საფრანგეთში, 1948 წლიდან კი — არგენტინაში; 1960–1962 წლებში — მეცნიერ-მკვლევარად პენსილვანიის უნივერსიტეტში (აშშ). 1963–1983 წლებში მუშაობდა ბუენოს-აირესის მინერალოგიის ინსტიტუტის სილიკატების ქიმიური განყოფილების ხელმძღვანელად. ჭეიშვილის შრომები ძირითადად შეეხება სილიკატების ქიმიურ და ტექნოლოგიურ საკითხებს (მ.შ., სილიკატების კრისტალური სტრუქტურები).
ლიტერატურა რედაქტირება
- ჯავრიშვილი, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 389.