ჭაჭარაქისოფელი საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, მინაძის თემში. მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და ფოცხოვისწყლის შესართავთან. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ახალციხიდან 5 კმ.

სოფელი
ჭაჭარაქი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
თემი მინაძე
კოორდინატები 41°38′07″ ჩ. გ. 43°02′21″ ა. გ. / 41.63528° ჩ. გ. 43.03917° ა. გ. / 41.63528; 43.03917
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ჩეჩერექი
ცენტრის სიმაღლე 1000
მოსახლეობა 395[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 82,8 %
ქართველები 16,2 %
სასაათო სარტყელი UTC+4
ჭაჭარაქი — საქართველო
ჭაჭარაქი
ჭაჭარაქი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჭაჭარაქი
ჭაჭარაქი — ახალციხის მუნიციპალიტეტი
ჭაჭარაქი

სოფელში შემორჩენილია შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია. ოსმალეთის ბატონობის ხანაში (XVI ს.-1829) მოიხსენიება, როგორც ახალციხის სანჯაყის ნაჰიე ჩეჩერექი. ამჟამად სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას ეთნიკური სომხები შეადგენენ.

სოფელში არის საჯარო სკოლა.

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 420 220 200
2014[1]   395 187 208

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.