ჭართალი (ალევის ქედი)
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
ჭართალი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ალევის ქედის თხემზე, მდინარე ქსნის მარცხენა შენაკადის — ალეურისა და არაგვის მარჯვენა შენაკადის — ჭართლისწყლის ზემოთების წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2284 მ. აგებულია ზედა-იურული და ქვედაცარცული მერგელოვანი ფიქლებითა და კირქვებით. მთას პირამიდის ფორმა აქვს, კალთები ციცაბოა, მწვერვალი — მახვილი. ჭართალი შემოსილია სუბალპური ბალახეულობით.
ჭართალი | |
---|---|
ჭართლის ხედი სოფ. ბუჩაანიდან | |
კოორდინატები: 42°16′26″ ჩ. გ. 44°37′12″ ა. გ. / 42.27389° ჩ. გ. 44.62000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი ახალგორის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2284 მ |
ქედი | ალევის ქედი |
ამგებელი ქანები | მერგელოვანი ფიქალი და კირქვა |
ასაკი | ზედა-იურა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა რედაქტირება
- ტაბიძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 385.