წყლის ნახევარსფერო

წყლის ნახევარსფერო (ინგლისურენოვან ლიტერატურაში: წყლის ჰემისფერო) — დედამიწის ნახევარსფერო, რომელიც წარმოდგენილია დედამიწის წყლის დიდი მასებით. ვრცელდება 47°13′ ს. გ. 178°28′ ა. გ. / 47.217° ს. გ. 178.467° ა. გ. / -47.217; 178.467 (ახალი ზელანდიის სიახლოვეს). მისი საპირისპირო სხვა ნახევარსფეროა ხმელეთის ნახევარსფერო, რომლის ცენტრი ქალაქ ნანტის სიახლოვეს მდებარეობს. წყლის ნახევარსფერო მოიცავს დედამიწის ხმელეთის 1/8-ს,[1] მათ შორის ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, ანტარქტიდას, მალაის არქიპელაგსა და სამხრეთი ამერიკის გარკვეულ ნაწილს.

წყლის ნახევარსფერო

წყლის ნახევარსფეროს ემთხვევა აგრეთვე წყნარი და ინდოეთის ოკეანეების დიდი მონაკვეთები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Boggs, Samuel Whittemore (December, 1945). „This Hemisphere“. Journal of Geography. 44 (9): 345–355. doi:10.1080/00221344508986498. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)