წყალწყვაგემის ზომების მახასიათებელი; მცურავი გემით გაძევებული წყლის რაოდენობა. პირობითი აღნიშვნაა D. (ესპ. desplazamiento desplazar — გამოდევნა, გადაადგილება, plaza — ადგილი).[1]

საზღვაო ხომალდის წყალწყვის გამოთვლა გემის მდგრადობის კომპიუტერული პროგრამის დახმარებით

განასხვავებენ მოცულობით წყალწყვას (გემის წყალქვეშა ნაწილის მოცულობა მ³ წყალხაზის ქვეშ) და მასის წყალწყვას, რომელიც გემის წყალქვეშა ნაწილში მოთავსებული წყლის მასის (ტონებში) ტოლია. მუდმივი მასის წყალწყვის დროს მოცულობითი წყალწყვა იცვლება წყლის სიმკვრივის მიხედვით. მასის წყალწყვა იცვლება, მაგალითად, საწვავის, საჭურვლის (სამხედრო გემებზე) ხარჯის, ტვირთის მიღების ან მოხსნის გამო.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. წყალწყვა // ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო ლექსიკონი : [1500-მდე სიტყვა და გამოთქმა] / დიმიტრი ვარძელაშვილი ; [რედ.: ალექსანდრე ჯავახიშვილი, ნოდარ ებრალიძე (ლიტ. რედ.)]. - [თბ.] : ალავერდი, 2009.