წყალსაგდები (წყალსაგდები ნაგებობა) — ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის დანიშნულებაა წყალსაცავიდან ზედმეტი (მოვარდნილი) წყლის გადაგდება, აგრეთვე ქვედა ბიეფში საჭირო წყლის გატარება. წყალსაგდებს შეიძლება ჰქონდეს ზედაპირული, სიღრმული ან კომბინირებული ღიობები. წყლის გატარებას წყალსაგდებში არეგულირებენ ჰიდროტექნიკური საკეტით. წყალსაგდების ზოგიერთი ტიპი ავტომატიური მოქმედების საკეტით აღჭურვილი არ არის.

წყალსაგდები ქალაქ ტოკიოში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება