წყავმაზა (ლათ. Phillyrea) — მცენარეთა გვარი ზეთისხილისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე ორსახლიანი პატარა ხეები ან ბუჩქებია.

წყავმაზა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phillyrea

4-5 სახეობა გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთსა და წინა აზიაში. საქართველოში ველურად ამ გვარის მხოლოდ ერთი სახეობა (Phillyrea wilmoriniana) იზრდება; გურიასა და აჭარაში კოლხური ტიპის ტყეებში — ერთეულებად ან პატარა ჯგუფებად გვხვდება. იშვიათი სახეობაა; მესამეული ფლორის რელიქტია. შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. გვხვდება აგრეთვე ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში.

ლიტერატურა რედაქტირება