წმინდა ნარეკის სამლოცველო

წმინდა ნარეკის სამლოცველოსომხური სამოციქულო ეკლესიის სამლოცველო არაგაწოტნის პროვინციის სოფელ ვარდენისში. წმინდა ნარეკის სამლოცველო აშენდა 2012 წელს ცნობილი საკურთხევლის, სახელად „პაპეი ნარეკი“ ადგილას. აკურთხეს 2012 წლის 25 აგვისტოს.

ისტორია რედაქტირება

აპარანის სოფელ კულუჯაში (ახლანდელი ვარდენისი) საუკუნეების მანძილზე ინახებოდა სახარება, სახელად „პაპეი ნარეკი“. წიგნი ეკუთვნოდა ოჯახს, რომლის წინაპარს ერქვა პაპე და ეწოდა ნარეკი არა იმიტომ, რომ ეს იყო გრიგორ ნარეკაცის ნაშრომი „სამწუხარო საგალობლების წიგნი“, როგორც ამას ხალხში უწოდებდნენ, არამედ იმიტომ, რომ წიგნს, მიუხედავად იმისა, რომ სახარება იყო, სამკურნალო თვისებები ჰქონდა, რის გამოც სოფლის მოსახლეობამ "პაპეი ნარეკი" უწოდა. საუბარია 1710 წელს კონსტანტინოპოლში დაბეჭდილ სასწაულებრივ განკურნების მქონე სახარებაზე. წიგნი წმინდა იაკობის ეკლესიის გვერდით პაპეს მეურვეობის ქვეშ ინახებოდა, მოგვიანებით კი მის — ნათესავებთან.

ლეგენდა რედაქტირება

დროთა განმავლობაში პაპეს მემკვიდრეები ტოვებენ სახლს და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიდიან საცხოვრებლად, ბუნებრივია მათ თან მიაქვთ წმინდა წიგნი „პაპეი ნარეკი“.

სახლი დანგრეულ მდგომარეობაში დარჩა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სოფლის მაცხოვრებლები მიდიან დანგრეულ სახლთან და დაახლოებით იმ ადგილას, სადაც იდო წიგნი, ასვენებენ ხატებს, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.[1]

სამლოცველოს მშენებლობა რედაქტირება

2010 წელს, როცა გადაწყდა სოფელში წმინდა იაკობის ეკლესიის აღდგენა, ასევე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ უკვე საკურთხევლად ქცეულ და განადგურების პირას მყოფი სახლის ადგილზე, სამლოცველო აეშენებინათ, სადაც მომავალში „პაპეი ნარეკი“ შეინახებოდა. შემდეგ დაუკავშირდნენ პაპეს მემკვიდრეებს, ხელშეკრულების მიხედვით, რომლითაც წიგნი გადაეცა სომხეთს მატენადარაში სარესტავრაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, რომელიც დაახლოებით ორი წელი გაგრძელდა, ის წმინდა ნარეკის სამლოცველოში მოათავსეს სპეციალური შენახვის პირობებში.

აღწერა რედაქტირება

2011 წელს, ქველმოქმედ არტურ ჯანიბეკიანის ინიციატივით, დაიწყო წმინდა ნარეკის სამლოცველოს სამშენებლო სამუშაოები. მშენებლობა 2012 წელს დასრულდა და იმავე წლის 25 აგვისტოს შედგა სამლოცველოს კურთხევის ცერემონია. სამლოცველო მცირე ზომის ნაგებობაა: სიგრძე 4,15 მ, სიგანე 3,10 მ და სიმაღლე 4,60 მ.

სამლოცველოს უკანა მხარეს, სამლოცველოს წმინდა ტრაპეზის უკან, ჯვრის ფორმის სარკმელია. შიდა ფართი 7 მ², აქვეა მაგიდა სანთლებისთვის. წმინდა ნარეკში დაამონტაჟეს 173 სმ სიმაღლისა და 90 სმ სიგანის ხის კარი, რომელზეც სომხური ჯვარია გამოკვეთილი. სამლოცველოს შიგნით ასევე ინახება გრიგორ ნარეკაცის ნაწარმოების „წიგნი მწუხარე გალობის“ ერთ-ერთი დაბეჭდილი ეგზემპლარი მოოქროვილი ყდით.

ტრადიცია რედაქტირება

ყოველწლიურად აგვისტოს ბოლო კვირას, სოფელ ვარდენის წმინდა იაკობის სახელობის ტაძარში, ლიტურგიის წინ, მორწმუნეები სულიერი კლასის ხელმძღვანელობით მიდიან წმინდა ნარეკის სამლოცველოში, საიდანაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ, 1710 წელს კონსტანტინოპოლში დაბეჭდილი სასწაულმოქმედი სახარება გამოაქვთ და გადაასვენებენ წმინდა იაკობის ეკლესიაში. ეს არის მომლოცველების დღე, რომლის დროსაც მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ ეზიარონ „პაპეი ნარეკს“, ხოლო წმინდა იაკობის ტაძარში აღევლინება ლიტურგია და ზიარება.

საინტერესო ფაქტები რედაქტირება

ვატიკანის ბაღში დგას გრიგორ ნარეკის ქანდაკება,[2][3] და მის უკანა მხარეს გამოსახულია წმინდა ნარეკის სამლოცველო.[4][5]

სქოლიო რედაქტირება

  1. "Дорога Библии". ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  2. "В Ватикане была освящена статуя Святого Нарекаци" - Видео“. Общественное радио Армении (ინგლისური). 2018-04-05. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-08. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  3. Sputnik. "В Ватикане была освящена статуя Святого Нарекаци": фотографии hy. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  4. Vaticannews. "Памятник Св. Григора Нарекаци - символ братства. фотографии" it. ციტირების თარიღი: 2018-04-05.
  5. Картина часовни Святого Нарека на памятнике Нарекаци.фотографии" it. ციტირების თარიღი: 2018-04-05.