რბონის წმინდა გიორგის ეკლესია

(გადამისამართდა გვერდიდან წმინდა გიორგის ეკლესია (რბონა))

რბონის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონაში. დგას სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით 300-400 მეტრზე. აგებულია 1893 წელს ალექსანდრე გვარამაძის მიერ. აღმოსავლეთის კედელი და გრძივი ფასადები მიწაყრილითაა დაფარული.

ეკლესია დარბაზულია (6,35X4,56 მეტრი) ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. მისი აღმოსავლეთი ნაწილი მთის ფერდობშია შეჭრილი. დასავლეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. ნახევარწრიული აფსიდის კედლები უშუალოდ ერწყმის გრძივ კედლებს. საკურთხეველში სატრაპეზო ქვა დგას. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში, აფსიდთან ახლოს თაღოვანი ნიშია. ერთადერთი სარკმელი დასავლეთითაა. დარბაზი ხის კამარითაა გადახურული, საკურთხეველი - ხის კონქით. დასავლეთ ფასადზე შესასვლელის არქიტრავზე გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი. არქიტრავის მარჯვნივ სამსტრიქონიანი სამშენებლო წარწერაა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17637