წმინდა გერასიმეს მონასტერი

წმინდა გერასიმე იორდანელის მონასტერი — საბერძნეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი მამათა მართლმადიდებლური მონასტერი მდებარე პალესტინაში.

მონასტერი
წმინდა გერასიმეს მონასტერი
ქვეყანა პალესტინის დროშა პალესტინა
დაქვემდებარება საბერძნეთის ეკლესია
კოორდინატები 31°49′14″ ჩ. გ. 35°30′16″ ა. გ. / 31.82056° ჩ. გ. 35.50444° ა. გ. / 31.82056; 35.50444
წმინდა გერასიმეს მონასტერი — პალესტინა
წმინდა გერასიმეს მონასტერი

ისტორია რედაქტირება

დაახლოებით 450 წელს, პალესტინაში ჩამოვიდა ღირსი გერასიმე და იორდანეს ნაპირას მონასტერი დააარსა. მისი მონასტერი მისსავე სიცოცხლეში განსაკუთრებული ასკეტიზმითა და უბრალოებით გამოირჩეოდა.

ღირსმა მამამ თავისი მორჩილებითა და სიწმინდით იმხელა სიმაღლეს მიაღწია რომ ცხოველებიც კი ემორჩილებოდნენ მას. ასე მაგალითად გადმოცემის თანამად უდაბნოში მყოფ მამა გერასიმესთან მოვიდა ლომი რომელსაც თათში ხიჭვი შერჭოდა, რის გამოც ლომს სითხე ჰქონდა ჩამდგარი და გადაადგილება უჭირდა. წმინდა მამამ რა იხილა ლომის მდგომარეობა გამოუღო ხიჭვი, ჭრილობა დაუმუშავა და ტილოთი შეუხვია თათი. მალე ლომი გამოკეთდა და მას შემდეგ წმინდა მამას აღარ შორდებოდა. ლომი ისე მოეჩვია მონასტერს რომ იქ არსებული სახედრის მსგავსად წყლის კოკებს ეზიდებოდა.

წმინდა გერასიმე 475 წელს გარდაიცვალა, ხოლო მისმა მორჩილმა ლომმა შეიტყო რა წმინდა მამის გარდაცვალება მის საფლავს აღარ სცილდებოდა და წუხილისაგან მოკვდა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება