წმინდა ანტონის ცდუნება

წმინდა ანტონის ცდუნების თემა ხელოვნებაში სხვადასხვა დროს ხშირად მეორდება. პორველად ამ თემაზე ნამუშევრები იტალიაში შეიქმნა ფრესკების სახით. შემდგომ შუა საუკუნების ევროპაში კიდევ მრავალი სურათი დაიხატა ამ თემაზე. დაახლოებით 1500 წელს ჰიერონიმუს ბოსხმა დახატა ტრიპტიქი წმინდა ანტონის ცდუნება. ის დღეისთვის ლისაბონის ანტიკური ხელოვნების ეროვნული მუზეუმში ინახება. ხოლო ნამუშევრის XVI საუკუნის ასლი, რომელსაც ადრე ორიგინალად მიჩნევდნენ, ფილადელფის მუზეუმშია დაცული.

სურათი შესრულებულია ზეთის საღებავებით ხის პანელზე. ცენტრალური ნაწილის ზომებია 119x131.5 სმ, ხოლო გვერდითა ნაწილების - 53x131.5 სმ.