წკერეს ლომისის ნიში
წკერეს ლომისის ნიში — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წკერეში.
ლომისის ნიში მდებარეობს სოფლის თავში, ჩრდილოეთით, მდინარე ხადის წყლის მარჯვენა ფერდზე, კვირაცხოვლის კომპლექსის აღმოსავლეთით. ნიში მიმართულია სამხრეთისაკენ. აგებულია ნატეხი ქვით. მისი ძირითადი სტრუქტურა სწორკუთხაა. ნიშს სამხრეთიდან დატანებული აქვს სანთლის ასანთები მართკუთხა თახჩა. თახჩის ქვემოთ ჩასმულია შვერილი ქვის ფილა, რომელიც თაროს ფუნქციას ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ნიშზე ჯვარი არ არის აღმართული და არც გარშემოა შემორჩენილი ძველი ჯვრის ფრაგმენტები. ნიშს შემოუყვება ნატეხი ქვით ამოყვანილი დაბალი ღობე-გალავანი, რომელსაც შესასვლელი ღიობი გაკეთებული აქვს სამხრეთიდან. როგორც გალავანი, ასევე ნიში მშრალი წყობითაა აგებული. გალავნის კუთხეები ჩრდილოეთიდან მცირედით მომრგვალებულია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 35122