წინაპართა მიწა — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ 1979 წლის ფილმი, რეჟისორები — გიგა ლორთქიფანიძე და გიული ჭოხონელიძე.

„წინაპართა მიწა“

კადრი ფილმიდან
დამდგმელი რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე,
გიული ჭოხონელიძე
სცენარის ავტორი ინგა გარუჩავა,
პეტრე ხოტიანოვსკი
როლებში გიული ჭოხონელიძე,
ზურაბ ყიფშიძე
კომპოზიტორი გია ყანჩელი
ხმის ოპერატორი ალექსანდრე გალპერინი
ოპერატორი აბესალომ მაისურაძე
მხატვარი შოთა გოგოლაშვილი
სტუდია სს „ქართული ფილმი“
გამოსვლის თარიღი 1979
ხანგრძლივობა 84 წთ.
ქვეყანა დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ, სსრკ
ენა ქართული

სიუჟეტი რედაქტირება

დიდი სამამულო ომის დროს გერმანელებმა სვანეთში ჯაშუშები შემოაგზავნეს. მოხუცი ბეთქილი, რომელიც სოფლიდან მოშორებით ცხოვრობს, მთებში საბჭოთა ჯარისკაცს, ლაშას გადაეყრება და შეიფარებს, თუმცა გარემოებების გამო დაეჭვდება და ღამე საწოლზე ჯაჭვით დააბამს. ლაშა გერმანელთა მზვერავი აღმოჩნდება, რომელსაც ქართული, საქართველოდან რევოლუციის დროს ემიგრირებულმა მამამ ასწავლა. ბეთქილთან ურთიერთობა ლაშას შეცვლის…

როლებში რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება