წითელგვარდიელის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)

წითელგვარდიელის ხიდი (რუს. Красногвардейский мост) — საფეხმავლო ხიდი სანქტ-პეტერბურგში, საადმირალოს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს ყაზანისა და სპასკის კუნძულებს. ხიდის სიგრძეა 21,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი.

წითელგვარდიელის ხიდი
რუს. Красногвардейский мо́ст
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°55′16″ ჩ. გ. 30°17′57″ ა. გ. / 59.92111° ჩ. გ. 30.29917° ა. გ. / 59.92111; 30.29917
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო
გადებულია გრიბოედოვის არხი
სიგრძე 21,5 
სიგანე 4,5 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 1957 წ.
წითელგვარდიელის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთი
წითელგვარდიელის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
წითელგვარდიელის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი) — სანქტ-პეტერბურგი
წითელგვარდიელის ხიდი (სანქტ-პეტერბურგი)
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა რედაქტირება

წითელგვარდიელის ხიდი მდებარეობს გრიბოედოვისა და კრიუკოვის არხების შეერთების ადგილზე. ქმნის ერთიან არქიტექტურულ ანსამბლს პიკალოვისა და სტარო-ნიკოლსკის ხიდებთან.

დინების ზემოთ მდებარეობს ნოვო-ნიკოლსკის ხიდი, ხოლო ქვემოთ — პიკალოვის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია (1, კმ) „სადოვაია“.

სახელწოდება რედაქტირება

ხიდმა სახელწოდება მიიღო პეტროგრადის წითელი გვარდიის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ჩამოყალიბდა 1917 წლის აპრილში.

ისტორია რედაქტირება

1820 წელს ინჟინერმა ეგორ ადამმა შეადგინა საფეხმავლო დაკიდული ხიდის პროექტი ეკატერინეს არხზე, ნიკოლსკის ბაზრის მოპირდაპირე მხარეს. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი მოიწონეს, ფინანსური პრობლემების გამო ხიდი არ აუშენებიათ.

ხიდი ააშენეს 1956-1957 წლებში სათბობის მილების გაყვანის აუცილებლობის გამო. პროექტი შეადგინეს „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტში. პროექტის ავტორები გახდნენ ინჟინერი ა. ა. კულიკოვი და არქიტექტორები პეტრე არშევი და ვლადიმერ ვასილევსკი.

კონსტრუქცია რედაქტირება

ხიდი ერთმალიანია და მეტალისაა. ხიდის სიგრძეა 21,5 მეტრი, ხოლო სიგანე — 4,5 მეტრი. ხიდს გამოიყენებენ მხოლოდ ფეხით მოსიარულეები. სავალი ნაწილი მოასფალტებულია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Тумилович Е. В., Алтунин С. Е. Мосты и набережные Ленинграда. Альбом. — М.: Издательство Министерства Коммунального Хозяйства РСФСР, 1963. — 298 с.
  • Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — С. 59. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება