ძრავა

(გადამისამართდა გვერდიდან ძრავი)

ძრავამანქანა, რომელიც რომელიმე სახის ენერგიას მექანიკურ მუშაობად გარდაქმნის. იმის მიხედვით, თუ როგორია ძრავის ტიპი, მუშაობის მიღება შეიძლება მბრუნავი როტორისაგან, უკუქცევით-წინსვლითი დგუშიდან ან რეაქტიული აპარატიდან.

შიგაწვის ძრავის სასწავლო მოდელი

განასხვავებენ პირველად და მეორეულ ძრავებს.

პირველადი ძრავა (მაგალითად წყლის, ქარის, თბური ძრავა) ბუნებრივ ენერგეტიკულ რესურსებს (საწვავს, წყლის ენერგიას, ქარის ენერგიას და სხვას)უშუალოდ მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის.

მეორეული ძრავა გარდაქმნის პირველადი ძრავის საშუალებით მიღებულ ენერგიას, მაგალითად ელექტროძრავა, ჰაერის ძრავა (იყენებს შეკუმშული ჰაერის ენერგიას) და ზოგიერთი ჰიფრავლიკური ძრავა, ისეთი მოწყობილობები, რომლებიც დაგროვილ ენერგიას გასცემენ, ძრავებს განეკუთვნებიან (ინერციული, ზამბარული მექანიზმები).

ძრავა შეიძლება იყოს სტაციონარული, გადასატანი, სატრანსპორტო და კომბინირებული.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება