ძიუჯაიგოუს ხეობა (ჩინ. 九寨溝) — ნაკრძალი სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში, სიჩუანის პროვინციაში. ცნობილია თავის მრავალდონიანი ჩანჩქერებითა და ფერადი ტბებით.

ძიუჯაიგოუს ხეობა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 36°15′00″ ჩ. გ. 117°06′00″ ა. გ. / 36.25000° ჩ. გ. 117.10000° ა. გ. / 36.25000; 117.10000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1992  (მე-16 სესია)
ნომერი 637
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 637
ინგლ.რუს.ფრ.

ხეობა მოიცავს 720 კმ² ტერიტორიას. მდებარეობის სიმაღლე ზღვის დონიდან მერყეობს 1 998 - 4 764 მეტრებში. კლიმატი ცივია, საშუალო წლიური ტემპერატურით 7,2 °C ( -1 °C იანვარში, 17 °C ივლისში), ხოლო ნალექების რაოდენობა, რომლის 80% მაის-ოქტომბერში მოდის 661 მმ.

ძიუჯაიგოუს ეკოსისტემა კლასიფიცირდება როგორც ზომიერი ფართოფოთლოვანი ტყეების, შერეული მაღალმთიანეთის სისტემებთან.

ნაკრძალი საკმაოდ პოპულარულია ეკოტურიზმის მოყვარულებში.

1992 წელს, იუნესკომ ხეობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: