ძინანის სამხედრო ოლქი

ძინანის სამხედრო ოლქი — სამხედრო ოლქი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. მდებარეობს ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში. ითვლება სტრატეგიულ რეზერვად.

შემადგენლობა რედაქტირება

ძინანის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის მე-20 არმია, 26-ე არმია და 54-ე არმია. სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, ძინანის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის:

  • 190 000 ჯარისკაცი,
  • ორი სატანკო დივიზია,
  • მექანიზებული ქვეითი დივიზია,
  • სამი მოტორიზებული ქვეითი დივიზია,
  • საარტილერიო დივიზია,
  • სატანკო ბრიგადა,
  • ოთხი მოტორიზებული ქვეითი ბრიგადა,
  • მექანიზებული ქვეითი ბრიგადა,
  • ორი საარტილერიო ბრიგადა,
  • სამი საჰაერო თავდაცვის ბრიგადა,
  • ტანკსაწინააღმდეგო პოლკი.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ჩინეთის სამხედრო ოლქები

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ძინანის სამხედრო ოლქი (ინგლისური)