ძილის დაავადება, აგრეთვე ცნობილი როგორც აფრიკული ტრიპანოსომოზი — ადამიანის ტრანსმისიული ბუნებრივ-კერობრივი დაავადება. ნიშნები და სიმპტომები ჰემოლიმფურ სტადიაში მოიცავს: ციებ-ცხელების შემოტევებს, ტემპერატურის აწევას, ლიმფური კვანძებისა და ელენთის გადიდებას, ძლიერ თავის ტკივილს, სისუსტეს, უძილობას. მეორე სტადიაში, რომელიც თვეებისა და წლების განმავლობაში გრძელდება, ჭარბობს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები, უძილობას ცვლის ძილიანობა, განსაკუთრებით დღისით.

გამომწვევი რედაქტირება

ძილის დაავადების გამომწვევია უმარტივესი პარაზიტების — ტრიპანოსომების 2 სახეობა. დაავადების გამომწვევის წყაროა ადამიანი და ცხოველები. მისი გადამტანია ბუზი ცეცე, რომელსაც ინფექცია გადააქვს სისხლის წუწნისას.

გავრცელების არეალი რედაქტირება

ძილის დაავადება წარმოიშვა აფრიკაში. ძირითადად გხვდება აფრიკის ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში.

მართვა რედაქტირება

ძილის დაავადების დასადგენად აკეთებენ სისხლის ნაცხის და ზურგის ტვინის სითხის მიკროსკოპიას. მისი მკურნალობა შესაძლებელია ქიმიოთერაპიული საშუალებებით.

ლიტერატურა რედაქტირება