ძევრის მაცხოვრის ეკლესია

ძევრის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში. ეკლესია მდებარეობს ჩხარ-ეწერსა და ბოსელას შორის, გრიგოლ რობაქის სახლ-მუზეუმიდან სამხრეთით, სასაფლაოზე. ეკლესია კურთხეულია, როგორც მაცხოვრის ტაძარი.

ძევრის მაცხოვრის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თერჯოლის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე

ისტორია რედაქტირება

1872 წელს, ტაძრის აშენების ბრძანება გასცა იმპერატორმა, ალექსანდრე ნიკოლოზის ძემ და ეს საქმე დაავალა იმერეთის იმდროინდელ ეპისკოპოსს გაბრიელ ქიქოძეს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 41460