ძაღლის ქინძი (ლათ. Aethusa) — მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა. შეიცავს 1 პოლიმორფულ სახეობას — Aethusa cynapium, ერთწლოვანი (ზოგჯერ ორწლოვანი) მცენარეა.

ძაღლის ქინძი

Aethusa cynapium
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ქოლგოსანნი
ლათინური სახელი
Aethusa

გვხვდება მცირე აზიასა და ევროპაში, გზადმიყოლილია ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება კავკასიაშიც. საქართველოში გვხვდება მთის ქვედა და შუა სარტყელში ბუჩქნარებს შორის, დანაგვიანებულ ადგილებსა და გზის პირებზე.

ლიტერატურა რედაქტირება