ძარწემის გალავნები

ძარწემის გალავნები — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო-თავდაცვითი ნაგებობა ქურთის მუნიციპალიტეტის ცხინვალის რეგიონში, სოფელ ძარწემის სამხრეთ-დასავლეთით 1 კმ, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა ნაპირზე. განვითარებული შუა საუკუნეებში.

გალავანი სწორკუთხა ფორმისაა. იგი ძლიერ დაზიანებულია. მდინარისპირა ფლა-ტის ჩაშლისას მთლიანად დაიღუპა დასავლეთი კედელი. გადარჩენილია ჩრდილოეთი კედლის 20 მ-ის სიგრძისა და 3 მ. სიმაღლის, აღმოსავლეთი კედლის ხუთიოდე მეტ-რის სიგრძისა და 3,5 მეტრი სიმაღლის ფრაგმენტები. სამხრეთი კედლიდან მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთის მცირე ფრაგმენტი გადარჩა; ჩანს საძირკველი. აღმოსავლეთ კე-დელთან იკითხება ნაგებობათა ნაშთი, რომელთა გეგმისა და ფუნქციის დადგენა გათხრა-გაწმენდის გარეშე შეუძლებელია. გალავანი ნაშენია რიყის და ფლეთილი ქვით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ. 230-231