ცხრაწყაროს უღელტეხილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხრაწყარო.

ცხრაწყაროს უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2462 მ. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური განფენებით და მათი პიროკლასტოლითებით. მიდამოები შემოსილია სუბალპური მდელოს ბალახეულით. ცხრაწყაროს უღელტეხილი ერთმანეთთან აკავშირებს ბორჯომისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს.

ცხრაწყაროს უღელტეხილი
ცხრაწყაროს უღელტეხილი, ხედი ცხრაწყაროს მთიდან
ცხრაწყაროს უღელტეხილი, ხედი ცხრაწყაროს მთიდან
კოორდინატები: 41°41′08″ ჩ. გ. 43°31′03″ ა. გ. / 41.685694° ჩ. გ. 43.51750° ა. გ. / 41.685694; 43.51750
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული სამცხე-ჯავახეთის მხარე
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2454 
ქედი თრიალეთის ქედი
აკავშირებს ბორჯომის მუნიციპალიტეტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტთან
ამგებელი ქანები ვულკანური ქანები
ფლორა სუბალპური მდელო
ცხრაწყაროს უღელტეხილი — საქართველო
ცხრაწყაროს უღელტეხილი
ცხრაწყაროს უღელტეხილი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ცხრაწყაროს უღელტეხილი
სურათები ვიკისაწყობში

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 259.
  • საქართველოს ატლასი, გვ. 74 (F2), თბ., 2008.