ცხენისძუა შავიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში მესხეთიდან.

ამ ვაზის ძველი სახელწოდება დაკარგულია. ამჟამინდელი სახელი მეჩხერი მტევნების გამო შეარქვა შალვა წიქვაძემ.

ასწლიანი ძირებია შემორჩენილი მესხეთში.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, გულისმაგვარი ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, განტოტვილი, მეჩხერი. მარცვალი წვრილია, ოვალური, შავი ფერის, იასამნისფერში გარდამავალი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, სუსტად და-ფარული ცვილისებური ფიფქით. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი სუსტადაა შეფერილი. გემო — მომჟავო-მოტკბო.

ცხენისძუა შავი ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმ-წიფემდე 165-170 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 70-80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5.0-6.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 13-15%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-11 გ/ლ-ს.

ძირითადად გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ნაკლებსხეულიანია და საკმაოდ ხალისიანი.

შედარებით გამძლეა გვალვისა და ყინვის მიმართ და მისი გამოყენება საინტერესოა სელექციური თვალსაზრისით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 457