ცხენისკბილა (ლათ. Leucojum) — მცენარეთა გვარი ამარილისისებრთა ოჯახისა. ბოლქვიანი ბალახებია. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიასა და ირანში. ყირიმსა და კავკასიაში ცხენისკბილას 2 სახეობა იზრდება.

ცხენისკბილა

ზაფხულის ცხენისკბილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  სატაცურისნაირნი
ოჯახი:  ამარილისისებრნი
გვარი:  ცხენისკბილა
ლათინური სახელი
Leucojum L., 1753

საქართველოს დასავლეთ ნაწილში მხოლოდ 1 სახეობა გვხვდება — ზაფხულის ცხენისკბილა (ლათ. Leucojum aestivum), რომელიც ტენიან, დაჭაობებულ მდელოზე იზრდება.

ლიტერატურა რედაქტირება