ცქიმურასებრნი (ლათ. Osmeridae) — თევზების ოჯახი ქაშაყისნაირთა რიგისა. პატარა თევზებია, რომელთა სიგრძე 10-20 სმ, მასა 10-350 გ აღწევს. შეიცავს 6 გვარს და 10-მდე სახეობას. ფართოდ არიან გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. გვხვდებიან ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში. უმრავლესობა რეწვის ობიექტია. აღსანიშნავია: ჩვეულებრივი ცქიმურა (ლათ. Osmerus eperlanus), კიტრანა (ლათ. Hypomesus olidus), მოივა (ლათ. Mallotus villosus) და სხვა.

ცქიმურასებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Osmeridae

ლიტერატურა რედაქტირება