ცისკარი (გაზეთი)
ცისკარი — ყოველკვირეული სამეურნეო გაზეთი, გამოდიოდა თბილისში 1886 წელს. რედაქტორ-გამომცემელი — ივანე კერესელიძე. გამოვიდა სულ 23 ნომერი. ქვეყნდებოდა წერილები სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგებზე (მევენახეობა, მესაქონლეობა, მეაბრეშუმეობა), აგრეთვე ჰიგიენაზე, ადგილობრივი და უცხოეთის ამბები, მხატვრული ნაწარმოებები, მოთხრობები, ლექსები და სხვ.
ლიტერატურა რედაქტირება
- ხუციშვილი ს., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 224.