ციკლოალკანინაჯერი ციკლური ნახშირწყალბადები. მათი ზოგადი ფორმულაა CnH2n. უმარტივესი ციკლოალკანის — ციკლოპროპანის ციკლი შედგება CH2 ჯგუფისაგან, ციკლობუტანის კი 4-სგან.

ციკლობუტანი ( C4H8).

სახელწოდება რედაქტირება

ხშირად ციკლოალკანებს უწოდებენ პოლიმეთილენის ნახშირწყალბადებს ან პოლიმეთილენებს, მაგ; ციკლოპენტანს C5H10 ეწოდება პენტამეთილენი, ციკლოჰექსანს C6H12 — ჰექსამეთილენი. პენტამეტილენ და ჰექსამეთილენები ალკინწარმოებულებთან ერთად შედის ნავთობის შემადგენლობაში. ამიტომ მათ ნაფთენებსაც უწოდებენ. ფიზიკური და ქიმიური თვისებებით ციკლოალკანი ნაჯერი აციკლური ნახშირწყალბადების ანალოგიურია.

მიღება რედაქტირება

ციკლოალკანებს იღებენ სხვადასხვა ხერხით, მაგ; დიჰალოგენიდების ციკლიზაციით, ციკლოალკანების ან არომატული ნაერთების ჰიდრირებით. პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ძირითადად ციკლოჰექსანს და მეთილციკლოჰექსანს. ნავთობის არომატიზაციის პროცესში ეს ნახშირწყალბადები გარდაიქმნება ბენზოლად და ტოლუოლად.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება